Tuesday, March 26, 2013
Monday, November 5, 2012
Saturday, October 27, 2012
Thursday, September 8, 2011
გეორგიო რომელიც ჭაში ჩავარდა
-ცოცხალი ხარ გეორგიო?
-ცოცხალი ვარ ჯაკომო, ერთი ეს არის, ფეხი მტკივა საშინლად, ალბათ მოვიტეხე.
-რა მოხდა, როგორ ჩავარდი?
-კიდეზე ვიჯექი, სიგარეტს ვაბოლებდი, ცაზე კუდიანი ვარსკვლავი დავინახე, მერე ვიოლინოს ხმა გავიგონე, პედროს ბარიდან ხალხი გამოდიოდა, წინ წავიწიე გამარჯობის სათქმელად, უცბად ფეხი ამიცურდა და აქ აღმოვჩნდი.
-არაფერია, მთავარია გადარჩი, აი პადრე ფერნანდოც მოვიდა,
-დამლოცეთ პადრე, დალოცეთ ცოდვილი გეორგიო,
-დალოცვილი იყავი შვილო, დღეს მარხვის ბოლო დღეა, როცა ამოხვალ კარგად მოვულხინოთ, ტულუზადან თეთრი ღვინო ჩამოიტანეს მისიონერებმა, აღმოსავლეთში მიდიან, იმედია ცოტას დაგვითმობენ.
-ღვთის გულისხმიერების იმედი გვაქვს მამაო, თქვენ ანაფორიანები ზეცის ხალხი ხართ, უბრალო მოკვდავები უნდა გვანუგეშოთ, ხანდახან ღვინო და ცოტაოდენი საკვები გადმოგვიგდოთ, ხომ იცით როგორ ჭირს ცხოვრება.
-სიკეთე კარგია გეორგიო, მაგრამ ამბობენ ჩვენს მხარეში ახალი კანონების დამკვიდრება სურთო...
-მაინც რა კანონების მამაო, ის წესი რა წესია, რომელიც სიკეთის კეთებას შეუშლის ხელს.
-ეკლესიის ქონებას თუ ურჯულოები დაეპატრონენ, გაგვიჭირდება ტკბილი ფრანგული ღვინის დაგემოვნება, იქნებ სარიტუალოდაც კი აღარ გვქონდეს, ორიოდე ჭიქა.
-ეს ჭორი მეც მსმენია, ვითომ ჩვენს გუბერნატორს, ეკლესიის ქონების ჩამორთმევა და ჩამოსახლებული დაქირავებული ჯარისკაცებისთვის სახლების აშენება სურსო, მაგრამ მე ამის არ მჯერა, განა შეუძლია ის ტოტი მოჭრას რომელზეც თავად ზის? ანდა ის ხელისუფალი რა ხელისუფალია, ვინც ხალხს, არც საჭმელს აძლევს და არც სულიერებას?
-მართალია, ჩვენი მრევლი ამას არ მოითმენს, აი თუნდაც შენ, მთელი დღე ზღვაში ხარ გასული, თუ გაგიმართლა და რამდენიმე თევზი დაიჭირე კმაყოფილი ხარ იმით, რომ შიმშილით სიკვდილი აღარ გემუქრება, ასე გრძელდება მთელი კვირა, კვირადღეს კი მოდიხარ ეკლესიაში, სანთელს ანთებ, გალობას უსმენ, მესის დამთავრების შემდეგ, კასტელონის მოედანზე, მეგობრებთან ერთად, არჩევ რა ეცვა ქალბატონ ფიორენტინის და როგორ გამოიყურება მისი ახალი საქმრო, როგორი ფერის იატაკი მოუხდება ჩვენს ეკლესიას, რამდენს გამოიმუშავებს სოფლის მღვდელი და ა.შ ახლა წარმოიდგინე, რომ მთავრობამ წაგართვას ეს დღე, რომელიც ღმერთს უსაქმურობისა და განცხრომისთვის დაუწესებია.
-მართლაც ძალიან ცუდი იქნება, არა ცხოვრება სწორედაც რომ აუტანელი იქნებოდა...
-აი, ჯაკომოც დაბრუნდა, რა მოგვიტანე ჯაკომო?
-სანთლები და კომედიების კრებულია, მილანიდან ჩამოიტანა დონა ბროსომ.
-დონა, ბროსომ? სწორედაც რომ ცოდვილია ეს ქალბატონი, აღსარება რომ საიდუმლო არ იყოს, ყველაფერს მოგიყვებოდით, მაგრამ არ შემიძლია, ისე კი გაფრთხილებთ, თავი შორს დაიჭირეთ მისგან...
-მე ნორმალური ქალბატონი მგონია, კარგი საუბარი აქვს და ყოველთვის სასიამოვნო სურნელი ასდის, განსაკუთრებით თუ თავს მარცხენა მხართან მიიტანთ, შენ რას იტყვი გეორგიო?
-მე რა უნდა ვთქვა, შენც გეთანხმები და პადრესაც, თუმცა უცნობების გარჩევა ჩემი საქმე არ არის, მაინც მგონია რომ ამ ქალში, არის კარგიც და ცუდიც, მოკლედ ნამდვილი ადამიანია.
-მამაო, მეც ხომ ცოდვილი ვარ, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს ბოროტი ადამიანი ხარო, უფრო პირიქით, რამდენი აღსარება ჩაგაბარე და პასუხი ყოველთვის მაინტერესებდა, აი, მაგალითად დღეს რომ მოვკვდე, სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში?
-დღეს რა დღეა?
-სამშაბათი,
-სამშაბათი, კვირას იყავი მესაზე?იყავი, რამდენი შემოსწირე უფლის ეკლესიას?
-19 ლირა მამაო, ჩემი თვიური შემოსავლის მეხუთედი და მთლიანი რაც ჯიბეში მქონდა,
-მას შემდეგ ორი დღე გავიდა, ვინაიდან დღეს სამშაბათია და შენ კვირას იყავი... გუშინ რომ მომკვდარიყავი, პანაშვიდზე დანამდვილებით ვიტყვოდი: „ჩვენი ჯაკომო სამოთხეში წავიდა მეთქი“ მაგრამ დღეს არ ვიცი, 19 ლირა რომ სამ დღეზე გავყოთ, არც თუ ისე დიდი ხეირი გამოდის, კიდევ სამი დღეც თუ ასე უხეიროდ გავა დანამდვილებით მოგახსენებ რომ შენი სულის გადარჩენის შესაძლებლობა ძალიან შემცირდება.
-დღესვე გავიქცევი და 15 ლირას დავამატებ რკინის სკივრში,
-სკივრი არ გინდა, აქ მომეცი, ხომ იცი მამა ამადეო როგორია, წავა და ფლორენციელ ღატაკებს შეაჭმევს მთელს ფულს, არ მესმის რატომ უნდა მივცეთ ფული სხვას, როცა მოდენაშიც ამდენი დასაპურებელია. (ღიპზე ირტყამს კოტიტა თითებს)
-აი თხუთმეტი, ოღონდ მითხარი, რამდენ ხანს ეყოფა ჩემს სულს ეს თანხა.
-კვირამდე შეგიძლია მშვიდად იყო, აი, მერე კი.... ხო და არ დაგავიწყდეს, რკინის სკივრს არ ენდო, სკივრები სატანის მოგონილია, სად ჰქონდა მოსეს სკივრი? ოქროს ფულებს პირდაპირ ბალიშის პირში ინახავდა.
-უდაბნოშიც ჰქონდა ბალიში მოსეს?
-უდაბნოში არა გეორგიო, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა რომ მოსე დაბადებიდან დიდი კაცი იყო ეგვიპტეში? ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ებრაელებისთვის ფული რომ არ გადაეხადა ფეხს არ მოიცვლიდნენ ნილოსის ნაპირებიდანო, რაც არ უნდა იყოს, ფული რომ ადამიანს არ აკეთილშობილებდეს, ღმერთი არ გამოიგონებდა.
-იქნებ სატანამ გამოიგონა მამაო?
-სატანას არაფრის გამოგონება არ შეუძლია, აი მითხარი, რა გეზიზღება ყველაზე მეტად, ან რა გაშინებს?
-გველი, გველებს ვერ ვიტან, სიკვდილზე მეტად მეშინია გველის ნაკბენის.
-სწორედაც, სატანას ყველაზე საშინელი ქვემძრომიც კი არ მოუგონია, მხოლოდ შეძვრა და გონება აურია, გგონია გველი ყოველთვის ბოროტი იყო? არა, ასევეა ადამიანიც, ვის როდის შეუძვრება ტვინში ეშმა, მხოლოდ ღმერთმა იცის.
-ზოგჯერ მართლა ღვთის კაცივით ქადაგებ პადრე.
-ეს არის ჩემი საქმე, ჩემი ჯაკომო.
-ჩვენი მოსამართლე მოდის, ნეტა დღეს ვინ გადასცა ჩამოსახრჩობად...
-გამარჯობა დონ დემეტრიო, ასეთ დროს რამ მოგწყვიტათ თბილ კერას? თავხედობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ თქვენი მეუღლის დარი ქალი რომ მელოდებოდეს სახლში, ალბათ წირვაზეც აღარ წავიდოდი.
-ღმერთს ნუ სცოდავთ პადრე, საქმეზე მივდივარ, ქალაქიდან ახალი გუბერნატორი ჩამოსულა და სასწრაფოდ გვიბარებს სამართლის მოხელეებს.
-მე და ღმერთს შეგვიძლია ერთმანეთთან ხუმრობა, რა გგონიათ, ტყუილად მაცვია ამხელა ანაფორა? ხუმრობის გარეშე ხომ სულ გამოვყრუვდი... ახალი გუბერნატორი? ასეც ვიცოდი, ხომ გეუბნებოდით, ეს სულწაწყმედილები მანამდე არ მოისვენებენ, სანამ ეკლესიის ოქროებით, ურჯულოებს არ გაუძღობენ მუცლებს.
-ეკლესია რა შუაშია, ამბობენ ჩამოხრჩობის გაუქმება უნდაო, აი ეს იქნება ნამდვილი იოანეს აპოკალიფსი, მკვლელები და ყაჩაღები კატორღაში - მე უსაქმოდ სახლში, აბა რა არის ავაზაკისთვის რამდენიმე წლის ჯურღმულში გატარება? განა მაწანწალა იუცხოვებს ვირთხებთან ერთად ძილს? ისინი გადარჩებიან, ჩვენ რა ვქნათ, პატიოსანმა ხალხმა...
-მართლაც ვერ არის კარგი საქმე დონ დემეტრიო, ღმერთი კი გვეუბნება „არა კაც ჰკლაო“ მაგრამ თურმე, როცა მოსეს ქვის ფილა გადასცა, ზეპირად დაარიგა: მკვლელი თუ არ მოკალი უფრო მეტ ცოდვას ჩაიდენს და ადვილად მოხვდება მამონას ხახაშიო. სამწუხაროდ ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს, მე კი ერთ დღეს, როცა სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, ეს ამბავი ეპისკოპოსმა ჩამჩურჩულა ყურში, თან ისიც დასძინა, არავის უთხრა მაინც არ დაიჯერებენო.
(გეორგიო)
-მამაო, გისმენთ და მგონი არ უნდა ყოფილიყო მართალი ეგ თქვენი ეპისკოპოსი, განა ჯალათი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას, ცოდვას არ სჩადის? თუ ღმერთი აპატიებს, რომ მოსამართლე დემეტრიოს დავალება შეასრულა? კარგი, ვთქვათ, მკვლელის მოკვლით მას ახალი მკვლელობის ჩადენისაგან ვიცავთ, მაგრამ რა დააშავა ჯალათმა? ის ვიღამ უნდა დაიცვას?
-სწორედაც რომ განსაკუთრებული ხალხია ჯალათები, ღმერთს პატიოსანი ჯალათებისთვის ცალკე ადგილი აქვს სამოთხეში, როცა აღსარებას მაბარებენ, ვეუბნები, რომ სამსახურის საქმეები ცოდვებად აღარ ჩათვალონ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ცოდვები მომახსენონ საპატიებლად. მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ერთი მათგანი სასტიკად დავსაჯე ტყუილების სიყვარულისათვის, ნამდვილი მღვდლის საქმე იმის გამოსწორებაა, რისი გამოსწორებაც შეიძლება, აბა ავაზაკებისთვის თავის მოჭრის დაშლა რა ჩემი საქმეა?
(მოსამართლე)
- სიმართლეს ღაღადებთ პადრე, ჯალათები რომ არ იყვნენ გაივსებოდა ქვეყანა გარეწრებით, ვინ იცის რა მოხდებოდა ფრინველები კალიებზე რომ არ ნადირობდნენ...
(ჯაკომო)
-ისე იმასაც ამბობენ ჯალათები მსჯავრდებულებს, როგორც ბოსტნეულს, ან შეშის ნაჭერს ისე უყურებენო, თუ მართლა ასეა, აბა როდის იყო ღმერთი ადამიანს კომბოსტოს დაჭრისთვის სჯიდა?
(მოსამართლე)
-მართლაც არავინს დასჯის მზარეულს, ან შეშის მჭრელს თუნდაც მთელი დღე თავისი საქმე აკეთონ. ხო მართლა, ჭაში რა დაგრჩენია გეორგიო?
-კიდეზე ვიჯექი, სიგარეტს ვაბოლებდი, ცაზე კუდიანი ვარსკვლავი დავინახე, მერე ვიოლინოს ხმა გავიგონე, პედროს ბარიდან ხალხი გამოდიოდა, წინ წავიწიე გამარჯობის სათქმელად, უცბად ფეხი ამიცურდა და აქ აღმოვჩნდი.
-ვერ მოგსვლია კარგი ამბავი, მეც მძიმე დღე მქონა, დონა ბროსოს ხომ იცნობთ? თურმე ნუ იტყვით და ამ პატივცემულ ქალბატონს, მოახლის მეუღლესთან დიდი სიყვარული ჰქონია, მაგრამ თავად ვაჟბატონი, არად დაგიდევდათ ვნებებს და ერთი წლის განმავლობაში, იმდენი ოქროს მონეტა გამოიტანა დონა ბროსოს სახლიდან, საწყალს, ქმრის დანატოვარი ქონება თითქმის მთლიანად გამოუცარიელა. როცა ფული დააგროვა და ქვეყანას სხვა თვალით შეხედა, თავისი დაჯღანული მოახლე მეუღლე, აღარაფრად მიიჩნია და მეზობლის გოგონასთან ერთად გადაწყვიტა ვენეციაში წასვლა. ქმრის ჩანაფიქრი მალევე გაიგო ცოლმა, არც აცია, არც აცხელა და დონა ბროსოს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, მანაც უმალ მიმართა სასამართლოს, მოახლის ქმარმა ჩემი სიმწრით დაგროვილი დანაზოგი (რამდენიმე ათასი ოქროს მონეტა) მომპარაო.
(ჯაკომო)
-თავად ის ვაჟბატონი თუ დაიბარეთ სასამართლოში?
(მოსამართლე)
-დიახ და ირწმუნება, დონა ბროსომ თავად მაჩუქა ფულიო, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, მაგრამ მე მოახლის და დონა ბროსოს მონათხრობი უფრო სარწმუნო მგონია, ამიტომ დღევანდელ ღამეს, ჩვენი მექალთანე საკანში გაათევს.
(გეორგიო)
-ისეთი დრო დაგვიდგა, ქალები ყველაფერს აკეთებენ კაცების გულის მოსაგებად, ხოლო კაცები, ყველაფერს აკეთებენ მდიდარი ქალების გულის მოსაგებად. თუმცა ლამაზი ქალი ისეთივე საშიშია როგორც, ღამის ტყეში დაგებული მგლის ხაფანგი, კაცებს მაინცს ძალგვიძს ბორბალი საჩვენოდ დავატრიალოთ. ალბათ ამიტომაც, დონა ბროსო, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი ქალია, ასე მარტივად გაება ცოლიანი მეთევზის ბადეში.
(პადრე ფერნანდო)
-რა უნდოდა, სულაც ცხოვრების ბოლომდე დარჩენილიყო მდიდარი ქალის მკლავებში, ხომ იქნებოდა თავისუფალი და უზრუნველყოფილი? მაგრამ არა, სიხარბე და მსუნაგობა ყოველთვის ღუპავდა და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაღუპავს კაცს. მე, როგორც ღვთის კაცი, ვერ მოვუწონებ საქციელს, ალალი იქნება მისთვის რამდენიმე წლიანი კატორღა, აი ასე ემართება ადამიანს, როცა ღვთის ძღვენს ვერ შეირგებს, დონა ბროსო სწორედაც რომ ძღვენია.
(გეორგიო)
-რა ძღვენზე ლაპარაკობთ მამაო, არ დაგავიწყდეთ რომ მეთევზეს ცოლი ჰყავს, განა მრუშობა შეიძლება ღვთის ძღვენად ჩაითვალოს?
-შვილო გეორგიო, ყველაფერი ღვთის ძღვენია, რაც კაცს კარგად ამყოფებს და განცხრომის საშუალებას აძლევს. დონა ბროსოს ფულებით, უკეთესად არ აცხოვრებდა ოჯახს? ღმერთი გვეუბნება, თქვენც კარგად იყავით და არც სხვებს შეუშალოთ ხელი კარგად ყოფნაშიო. დონა ბროსოსთან ყოფნით, ჩვენი მსჯავრდებული, დონა ბროსოსაც კარგად ამყოფებდა, საკუთარ თავსაც და შვილებსაც.
(მოსამართლე)
-მამაო თან ისიც არ დაგავიწყდეს, რომ მეთევზის ცოლს, მოახლეს, არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, სანამ მისი ქმარი ვენეციაში გაპარვას არ განიზრახავდა.
(გეორგიო)
-ასეა ცხოვრება, როცა კაცს ფული მოჰქონდა, მაშინ, არც მრუშობა იყო მრუშობა, არც ქურდობა ქურდობა, როცა წასვლა გადაწყვიტა, მაშინ გახდა, ქურდიც, მრუშიც და ავაზაკიც. ისე ბატონო მოსამართლევ, თუ არსებობს ჩვენს კანონში, დანაშაულის დამალვის მსჯავრდება, იქნებ მეთევზის ცოლიც ჩაგეყუდებინათ, დარწმუნებული ვარ ქმართან ერთად დაგეგმა დონა ბროსოს გაძარცვის ამბავი და როცა მოვლენები არასასურველად განვითარდა, შურისძიება გადაწყვიტა. ამასთანავე მტკიცედ მჯერა, პატიოსანი კაცი ვერ განიზრახავს მავნებლობას, თუ დიაცის მხარდაჭერა არ აქვს.
(ჯაკომო)
-მართლაც, ქალს მოუხდენია ტროას ომი და ქალმა აჭამა ვაშლი ადამს... ისე არც იმას გამოვრიცხავ, რომ დონა ბროსომ მართლაც თავად აჩუქა ფული მეთევზეს და გაიგო რა, რომ მასთან დარჩენას აღარ აპირებდა, მოახლესთან შეკრა პირი საყვარლის დასასჯელად.
(პადრე ფერნანდო)
-ძალიან რთული საქმე კი შეგხვედრიათ, ღმერთმა გამოგარკვევინოთ, მე კი ცოტა მომშივდა, ჯაკომო, დუქანში წადი და ცოტა რამე წამომიღე კუჭის მოსატყუებლად, გარეთ კარგი ჰაერია და მადიანად შევექცევი.
(მოსამართლე)
-წავიდეთ ჯაკომო, მეც დუქნისკენ მოვდივარ, არ მინდა დამაგვიანდეს, საქვეყნო საქმე წყდება.
-წავიდეთ...
(გეორგიო)
-მამაო, ამბობენ საფრანგეთის მეფე ლუი შეიშალაო, ხალხი შეშინებულია, ყოველ ღამე, მეფის გუშაგები, იპარებიან გლეხების სახლებში და ქალიშვილებს იტაცებენო. მართალია, ამის დამადასტურებელი არაფერი საბუთი არსებობს, მაგრამ თუ ეს ამბავი უბადრუკ იტალიელამდე მოვიდა, წარმომიდგენია რა მითქმა-მოთქმაა გამართული პარიზის ქუჩებში.
-ჭორები ყველას უყვარს შვილო ჩემო, მეტადრე მეფეებს, თუნდაც არაფერი იყოს საშიში, ხშირად ისე ხდება, რომ მეფის მსტოვრები ხალხში სხვადასხვა ხმას ავრცელებენ. ასე არ იყო რამდენიმე წლის წინ ფლორენციაში? ჯამბაზები დადიოდნენ და ამბობდნენ: შავი ჭირი იტალიის საზღვარს მოუახლოვდა, ვაი მას ვისაც პირველს დაადგამს თვალსო, იმ წელს მგონი მუცლის ტკივილსაც, არ შეუწუხებია არავინ, სამაგიეროდ ნერვიულობას გადაყვა, ნახევარი ქვეყანა. ყველა განცხადება გვეუბნებოდა: “ფული შევაგროვოთ საექიმო დარბაზებისთვის, როცა ჭირი მოვა გვიანი იქნებაო,“ განა იგივე არ დაგვავალა პაპმა? მთელი წელი ქადაგებაზე, მეტი არაფერი მიკეთებია, ვყვებოდი ზღაპრებს ბოლო ჟამსა და ციების საშინელებებზე, ვამბობდი უცნაურ ამბებს ციმბირელი წინასწარმეტყველების შესახებ, რომელთაც თურმე აპოკალიფსი დასიზმრებიათ. მართლაც შემოსავლიანი წელი იყო, მაგრამ როგორც ჩემმა ეპისკოპოსმა, ასევე საიდულოდ ჩამჩურჩულა, ვატიკანმა და რომმა ქონება ისე გაიყვეს, ერთი აგური არ დაუდიათ საექიმო ოთახების მშენებლობისთვისო. ხოდა არ გამიკვირდება, თუ მეფე ლუი საკუთარ თავზე თავად, ან თავისი ამალის დახმარებით თხზავდეს საშინელ ზღაპრებს, როცა ხალხს მეფის ეშინია, მლიქვნელობს, როგორც ქვემძრომი და მზად არის, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მეზობლის ცხენი დაკლას და შებრაწოს.
-კი მაგრამ მამაო, მეფეებს ხომ უნდათ ისტორიაში შევიდნენ როგორც ღვთის შვილები? განა ლუის გაუხარდება თუ შვილები, მას როგორც მოძალადეს ისე მოიხსენიებენ? მითუმეტეს თუ ეს ამბავი თავადვე შეთხზა?
-ლუი თავის ხალხს რასაც დაავალებს იმას დაწერენ, საკმარისია, თუნდაც ერთმა ადამიანმა თქვას რომ მეფე ქველია, ისტორია უმალ აიტაცებს მის გმირობებს, რა გგონია, შარლემანი ან როლანი იმის ნახევარნი მაინც იყვნენ, რასაც წიგნებში ვკითხულობთ? არსებობდა კამელოტი? მაინც ვინ იყო მეფე არტური? ძლიერები ქმიან აწმყოს, წარსულს და მომავალს, ჩვენ კი, უბრალო ხალხი, ღმერთმა მხოლოდ ტაშის დასკრავად, ან თავის მიწამდე დასახრელად შეგვქმნა. განა ყოველთვის გვჯერა რასაც გვიყვებიან, მაგრამ გვინდა დავიჯეროთ.
-თავისუფალი კაცის ფიქრი მონობაზე, პირველი ნაბიჯია მორჩილებისკენ. მე უბრალო ადამიანი, ვარ, არც ტაშს ვუკრავ და არც თავს ვუხრი ვინმეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ უბრალო მოკვდავს შეუძლია გულწრფელად უყვარდეს მეფე, ისევე როგორც მეფე შეიძლება ზრუნავდეს თავის ქვეშევრდომებზე უანგაროდ. რა იქნებოდა მეფე ჩვენს გარეშე? უკაცრიელ ადგილას ყველა თავისთავად იქნებოდა მბრძანებელი, მაგრამ ქვემძრომები და ნადირები ვერასდროს მიხვდებიან მეფის ფასს. ჭეშმარიტი მეფის ცხოვრება ზრუნვა და ფიქრია, ხალხსა და ქვეყანაზე. ამით განვასხვავებ ტირანს - ცრუ მეფეს, ნამდვილი მეფისგან, იმ მეფისგან რომელზეც ქრისტემ თქვა ხარკი უბოძეთო. ტირანი საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრში ათენებს და აღამებს, ის მხოლოდ მაშინ არის კარგად, როცა სხვის ტანჯვას გრძნობს, მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა სხვას იმონებს.
-ყოჩაღ გეორგიო, ბევრი გიფიქრია, მაგრამ აბა გაიხსენე, ვისმა ქვეშევრდომებმა გააკრეს ჯვარზე ქრისტე? იმ მეფის რომელსაც კანონიერად უხდიდა ხარკს ყველა, განა შეიძლება კეისარი უსამართლო ყოფილიყო? მისთვის ხარკის მიცემა, ხომ თავად უფალმა ბრძანა. მაგრამ შენ აქ ცდები, ყველა მეფე, თუნდაც უსაზღვროდ შეყვარებული საკუთარ ხალხზე, მხეცი ხდება, რა წამს მის მეფობას საფრთხე დაემუქრება, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, ძლიერებას მუდამ სჭირდება დამტკიცება, განა სჭირდებოდა ალექსანდრეს აზიის მიწები, რომელსაც თავი შეაკლა?
-ალექსანდრეს დიდება უნდოდა, მე კი უბრალო მეფეზე ვსაუბრობ...
-უბრალო მეფეების დრო დიდი ხანია წარსულში დარჩა, დღეს მეფე რომელსაც არ აქვს მტაცებლის თვისებები, დედის მუცელშივე კვდება. რატომ დაუახლოვდნენ ჩვენი მბრძანებლები ეკლესიას? იმიტომ რომ ხალხის წყრომას აარიდონ თავი, გუშინ ბრძოლებში ათასობით უდანაშაულო დახოცეს, დღეს კი სანთელს უნთებენ წმინდა პავლეს. ხალხსაც ჰგონია, რომ მეფეებს ღმერთის წმინდანები ულესავენ მახვილებს, ხოლო სისხლი, რომელიც იღვრება ისეთივე საამურია როგორც ბურგუნდიული ღვინო გაზაფხულის დამდეგს.
-მიკვირს მამაო, ამდენს საუბრობთ მეფეების ავყიობაზე და თავად ისე ემორჩილებით მათ ბრძნებას, როგორც რომის პაპის შეძახილს საშობაო წირვაზე.
-რაც მე ვთქვი უბრალოდ ფაქტია და არსად მიხსენებია, რომ ეს კარგია, ან ცუდი, უბრალოდ ასეა, მე არ ვქადაგებ მეფეთა სიძულვილს, რაღა დაგიმალო და ქრისტეს ეკლესია, კარგად ხეირობს ჩვენი დღევანდელი მბრძანებლებისგან და უწინაც არ უჩიოდა ბედს. იცი ყველაზე რთულად ჩვენი საქმე როდის იყო? როცა ტახტზე ისეთი მეფეები ისხდნენ, როგორსაც შენ ამბობ, ჩემმა ეპისკოპოსმა, საიდუმლოდ მითხრა, რომ თურმე საუკუნეების წინ, ერთი მეფის დროს, სახელი არ მახსოვს, სათითაო შემოწირული კაპიკი ითვლებოდა და საწყალი მოძღვრები დონ ჯოვანის ძროხებივით გაძვალტყავებულები დადიოდნენ, ეს არის საქმე? მე ასეთ მეფეს გაზულუქებული ტირანი მირჩევნია.
-ხო, მართალი ხართ, ყველა საკუთარ ტყავზე ზრუნავს, არადა ქრისტემ მრევლის წინამძღოლად დაგნიშნათ, თქვენ კი გაიძახით, ტირანი მირჩევნია, ტანჯოს ხალხი ოღონდ მე ვიყო მაძღრადო, ორმა ძმამ რომ ერთმანეთს სასიკვდილო ბრძოლა გაუმართოს, კი არ გააშველებთ, იმისკენ დადგებით ვისაც მეტი ქონება და ძალა აქვს.
-ასეც უნდა იყოს შვილო ჩემო, მდიდარი ძმის დახმარებით, კიდევ უფრო გავამშვენიერებდი ჩვენს ტაძარს.
-აქვს კი ფასი ოქროში ჩასმულ ტაძარს, როცა მისასვლელი გზები სავსეა მათხოვრებით... არ ვიცი, არ ვიცი...
(ჯაკომო)
-მამაო საჭმელი მოგიტანეთ, თევზია, ცოტა ხორცი და წითელი ღვინო,
-მუხლები ამტკივდა, წავალ სახლში შევჭამ, კალათაში ჩამიწყე.
-კარგად იყავი მამაო.
-კარგად შვილებო.
(გეორგიო)
-იცი რა არის ჩვენი უბედურება ჯაკომო? ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ იღებს ხმას. ყველა ხედავს რაც ირგვლივ ხდება და არავის უნდა იფიქროს, როგორ ხედავს ამ ყველაფერს სხვა. მე მეძინება ძალიან დავიღალე შენც წადი დაისვენე.
-კარგი, წავალ, ხვალ ადრე გავდივარ ზღვაში.
დარჩა გეორგიო ჭაში, არავის მოაფიქრდა ამოეყვანა, არც უთხოვია...
Thursday, February 17, 2011
ჯერალდ ნიუმანი - FEWer
პარალელური ადამიანები,
კვეთენ ერთმანეთს,
სიყვარული ეძებს ათვლის წერტილს
და პოულობს იქ,
სადაც შევხვდით ჩვენ.
მარტო დარჩენილი მეოცნებე ბავშვები,
ყავისფერი ოთახის კედლებს,
გამხმარი ზურგებით ეყრდნობიან.
შპალერზე დახატული მონოგამი არსება,
იდავოა იმ წარსულისთვის, რომელიც "იყო."
კარში დარჩენილი ჭრელი კაბა.
თვალებს ურევს ცეცხლზე მიშტერებულ ქმნილებებს,
სინამდვილის კიდევ ერთი ცრემლი,
წვეთად ვარდება მუხის იატაკზე.
დიდი შავი ლაქა,
საჩუქრად, გატარებული ცხოვრებისთვის,
ბედნიერების საზომი,
თვითრეალიზების საშუალება ორს შორის.
აგონიის მსგავსი ბოდვა,
ყველა ჯერზე უფრო სასურველი,
სტოპ-კადრი ავადმყოფის სარეცელთან,
გამხელილი მრუშობა...
დროით ათვლილი უსივრცობა,
ბგერით გადმოცემული გრძნობა,
ზოგჯერ ტკივილი,
უფრო მეტად სითბო,
მოვლილი ისე, როგორც სინჯარის ბავშვი.
ფანჯრიდან დახურული ჰორიზონტი,
ასფალტზე დაცემული ერთმარკიანი მონეტა,
მათხოვრის გაწვდილი ხელი და,
აივნიდან მოწანწკარე ცივი წყალი,
მოხუცის ჭაღარა თმაზე.
მტვრიანი ჭიქა, აუდუღებლად მოტანილი ყავა,
ლაპარაკი სხვებზე,
სიმართლე ფრაგმენტებად,
მხოლოდ სექსის დროს,
ბუნებრივად შეკავებული ცრემლი.
ბუნდოვანი წარმოდგენა მომავალზე,
დავიწყებული წარსული,
ცხოვრება სიზმრებში,
ყავისფერ ოთახში დარჩენილი მეოცნებე ბავშვები.
მინდა იცოდე, იფიქრო, შეხედო კარში დაერჩენილ ჭრელ კაბას,
კედელზე გადასულ ხერხემლის მალებს,
და დაივიწყო,
პარალელური ადამიანები, არასდროს კვეთენ ერთმანეთს
კვეთენ ერთმანეთს,
სიყვარული ეძებს ათვლის წერტილს
და პოულობს იქ,
სადაც შევხვდით ჩვენ.
მარტო დარჩენილი მეოცნებე ბავშვები,
ყავისფერი ოთახის კედლებს,
გამხმარი ზურგებით ეყრდნობიან.
შპალერზე დახატული მონოგამი არსება,
იდავოა იმ წარსულისთვის, რომელიც "იყო."
კარში დარჩენილი ჭრელი კაბა.
თვალებს ურევს ცეცხლზე მიშტერებულ ქმნილებებს,
სინამდვილის კიდევ ერთი ცრემლი,
წვეთად ვარდება მუხის იატაკზე.
დიდი შავი ლაქა,
საჩუქრად, გატარებული ცხოვრებისთვის,
ბედნიერების საზომი,
თვითრეალიზების საშუალება ორს შორის.
აგონიის მსგავსი ბოდვა,
ყველა ჯერზე უფრო სასურველი,
სტოპ-კადრი ავადმყოფის სარეცელთან,
გამხელილი მრუშობა...
დროით ათვლილი უსივრცობა,
ბგერით გადმოცემული გრძნობა,
ზოგჯერ ტკივილი,
უფრო მეტად სითბო,
მოვლილი ისე, როგორც სინჯარის ბავშვი.
ფანჯრიდან დახურული ჰორიზონტი,
ასფალტზე დაცემული ერთმარკიანი მონეტა,
მათხოვრის გაწვდილი ხელი და,
აივნიდან მოწანწკარე ცივი წყალი,
მოხუცის ჭაღარა თმაზე.
მტვრიანი ჭიქა, აუდუღებლად მოტანილი ყავა,
ლაპარაკი სხვებზე,
სიმართლე ფრაგმენტებად,
მხოლოდ სექსის დროს,
ბუნებრივად შეკავებული ცრემლი.
ბუნდოვანი წარმოდგენა მომავალზე,
დავიწყებული წარსული,
ცხოვრება სიზმრებში,
ყავისფერ ოთახში დარჩენილი მეოცნებე ბავშვები.
მინდა იცოდე, იფიქრო, შეხედო კარში დაერჩენილ ჭრელ კაბას,
კედელზე გადასულ ხერხემლის მალებს,
და დაივიწყო,
პარალელური ადამიანები, არასდროს კვეთენ ერთმანეთს
Wednesday, February 16, 2011
ჯერალდ ნიუმანი -ნათლობა და მატარებელი
განათდი,
რა ჰიპოთეტურად ჟღერს საუბრები სიკვდილზე,
დაგვიანებულია ფიქრი, დიდი ხანია იყივლა მამალმა,
არჩევანი, რომელიც გაკეთებულია, იორდანედ აქცევს რუბიკონს,
ნათლობა, დასასრულის და დიდი ცხოვრების დასაწყისი,
სიზმრისეულ ბრძოლებს კიდევ უფრო საშიშს ხდის,
ეკლესიის კართან შემჩნეული სატანის ლანდი,
სიბერემდე დაჰყვება მტირალ ჩვილ ბავშვს და არ მოასვენებს მანამდე,
სანამ ბოლო ამოსუნთქვით არ დაუბრუნდება იმ დღეს,
როდესაც პირველად შეხედა ადამმა ევას.
ბურუსი,
ვარდისფერი თვითმფრინავები ბავშვობის ოცნებებიდან,
ჟანგიან ქაღალდის ნავებს ემსგავსებიან,
გაუცნობიერებელი გრძნობები ოცდაათი წლის ასაკში,
ჩაიდნიდან გადმოსული ცივი წყალი და აპელირება ფასეულობებზე,
ისეთივე აბსურდულია,
როგორიც ქალის მკერდი, ნაძალადევი სქესობრივი აქტის შემდგომ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ჩნდება, როცა რელსებზე მდგარ მოხუცს,
ჩუმად მიეპარება შავი მატარებელი.
გზა,
ნატრიუმით გაჯერებული ფერადი ბურთები მიდიან მაღლა,
თითოეულში ოცნებებად არეკლილი თვალები,
უყურებენ დარჩენილებს, თითქოს ევედრებიან,
არ დაიჯერონ, ის რაც ეგონათ მაშინ და ეგონებათ მერეც,
(ან)
გადაწყვიტონ რამდენის გადახდას შეძლებენ იუდასთვის,
ისტორიის შესაცვლელად, ან ვის დააბრალებენ პირამიდებში დარჩენილი,
მუმიების გაპატიოსნებას, როცა ყველაფერი ისედაც ნათელია:
ერთი დიდი ტყუილია ადამიანის ცხოვრება,
და ის იქნება ბედნიერი,ვინც ყველაზე მეტად გაისულელებს თავს
ჯერალდ ნიუმანი - მომავალი, რომელიც უკვე აქ არის
მე ვუყურებ საგზაო ნიშნებს,
ისინი თითქოს გამირბიან,
ცაში ვემალები ღრუბლებს,
ღამის უძილო ბედნიერებას ვპოულობ სიზმარში.
მე ვაკვირდები ეფემერულ აწმყოს,
არაფრით ჰგავს წარსულს, ან მომავალს,
ის ჩემია და ჩემთან არის,
როგორც ბავშვობის სათამაშო,
უკვე აღარ აქვს ცისფერი თვალები.
მე ვეძახი გაბნეულ მეგობრებს,
ვარდისფერი კაბები,
დიდი ხანია აღარ ითვლება მოდურად,
რაზმის მეთაურებმა რამდენჯერმე გადაკვეთეს ჩვენი გზა,
ისინი აშენებდნენ პროლეტარიატს.
მე ვიხსნი პიონერის წითელ ყელსაბამს,
სისხლის სუნი აქვს დაძონძილ ნაჭერს,
ვაგდებ და ვიშორებ, საშინელ სენს,
უკურნებელია, როგორც იუდას გული,
პირველი ზიარების შემდგომ..
მე ვეძახი ჩემს შვილებს,
"თქვენ არ იცით ჩემი ფასი",
გაძარცვული უგულო და მიტოვებული,
მაინც ვახერხებ ვიფიქრო მათზე,
ვლოცულობ და მესმის პასუხი,
"შენ იქნები ჩემთან."
ლოდინი,
წარმოუდგენელია იმედის გარეშე...
1,2,3,4 და...
მე მეშინია,
ხვალ მომენატრება დღევანდელი დღე,
უბედურების სუნი დეკემბერში ისევე მაწუხებს,
როგორც მკვდარი ვირთხის ლეში, ქვიშის პლაჟზე.
ხვალ, ვიცი რა მოხდება ხვალ:
არასწორი გზით მატარებენ საგზაო ნიშნები,
დამივიწყებენ მეგობრები, მეც დავივიწყებ მათ,
რაზმის მეთაურები ძალით გაგვიკეთებენ ყელსაბამებს,
მერე რა, თუ სხვა ფერი იქნება,
ჩემი შვილები...
მე წავალ ღმერთთან...
"მონა, რომელსაც არ სურს თავისუფლება, ორჯერ მონობის ღირსია"
Monday, January 31, 2011
ჯერალდ ნიუმანი - ۞۞۞۞۞۞۞
ის მოკვდა,
წარსულში დაბადებული დღე,
წავიდა...
ვუყურებ,
მაგიდაზე დარჩენილ ჭიქა წყალს,
გამჭვირვალე სხეულში შვიდი ფერი,
ნაწილ-ნაწილ იშლება სიბნელის მაგიაში...
სიჩუმე,
მიზიდავს ფანჯრიდან შემოპარული მთვარე,
იასამნისფერი კედელი და ოთახი,
სადაც არაფერია ნამდვილი,
გარდა ჩემი ჩრდილისა...
სუნთქვა,
სიფერმკრთალის შეგრძნება,
საათის ისრებთან ერთად,
უკვე მერამდენედ,
საშინლად მაბეზრებს თავს...
მე მივდივარ,
ვიცოცხლებ სიკვდილამდე
და შემდეგაც,
სანამ მარადიულობა,
უნებლიედ დაიკარგება ჩემში,
უბრალო, არეულ ფიქრებად.
Tuesday, December 28, 2010
ჯერალდ ნიუმანი - აბზაცი
ის იშვერს თითს ჩვენკენ,
დაზაფრული ფოთლები მარტივად იქცევენ ყურადღებას,
პორტში ისევ ცლიან გემებს, მათი დროშები არ გავს ჩემსას.
ფერადკანიანი მეკობრეები ადიდებენ ღმერთს,
მე კი ვცდილობ, ვიპოვნო ჭეშმარიტება, ნიჟარის ექოში.
კიბერნეტიკულ მონსტრებს ემსგავსებიან სიტყვები,
შუაზე ხლეჩენ ახალგაზრდა ცნობიერებას,
ჯერ არნაშობ ოპტიმიზმტან ერთად თესავენ სასოწარკვეთილებას,
ოცნებების სამყაროში, რომელსაც ბოროტება ჰქვია.
მწვანე ცხოვების აქტივისტები საპატიო წრეს არტყამენ დედამიწას,
სადღაც ცენტრში კი, ორი ადამიანი,
ერთი ხელის ჩამორთმევით წყვეტს, რომელ საათზე გაიღვიძებს,
დარჩენილი ექვსი მილიარდი ხვალ.
ზეგ რადიოში გამოაცხადებენ რომ მე მოვკვდი,
ალბათ მოვისმენ, ყველაფერი ხომ პირობითია,
თუნდაც სივრცეში, რომელშიც არაფერი ჰგავს ერთმანეთს,
გარდა სურვილებისა და უფრო სპონტანურად გაჩენილი გრძნობებისა,
თვალთმაქცობის მარადიული წრებრუნვის ფონზე,
წარმატების ალბათობა ემსგავსება ფიგურას,
რომელსაც ბევრი საერთო აქვს ნულთან.
ის მაინც იშვერს თითს ჩვენკენ,
ვიყურები დასავლეთით, მზე ჩადის,
სხვა ცხოვრებაა ჰორიზონტს მიღმა,
უფანჯრო ოთახში ჩაკეტილი სამი ადამიანი,
ვერ ნახულობს საერთო ენას, სიჩუმე გამოსავალია მათთვის,
განსხვავებულ ენებზეც შეიძლება ლოცვა...
წარმატება ლურჯი კალმით ინიშნება , გაცვეთილ რვეულში,
სიმბოლოებით, რომლებმაც დიდი ხანია დაკაგეს მნიშვნელობა,
მხოლოდ ზოგი ფიქრობს მათზე...
წარსულთან, წითელი ცნობიერებით მიბმული ბიუროკრატია,
არ ცვლის ძველ ლოზუნგებს....
ოკეანის ინსტალაცია დახურულ სივრცეში,
სარკისფრად ირეკლება მუხის იატაკზე.
შენ აკაკუნებ ხის კარზე,
შენი მეორე ნახევარი კი ტელეფონის ხაზის სხვა მხარეს,
გაოგნებული უხსნის შვილს, რატომ მოკლა ქმარი,
(ისევ აკაკუნებ),
აქ არავინ გელოდა რამდენიმე წამის წინ,
მაგრამ გასროლა, რომელიც არაფრით აღემატება,
რამდენიმე გრამ ფოლადის ნაჭერს,
მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჰიპოთეტური უკვდავება.
აქ ვარ,
მარათონის ველად ქცეულ ჯადოსნურ მთაზე,
მინდა თანაბარ ნაწილებად დავშალო ნიკელის სასწორი,
გადავწყვიტე დავწვა ყველა წიგნი,
ლაქებად დარჩება მოგონებები ხის პარკეტზე,
არაფრით შორდება მტვრის კვალი ძველ სათვალეს,
მე ეს ნაკლებად მაღელვებს,
ერთმანეთისგან კარგად ვარჩევ, რამდენიმე ფერს...
სიგარეტის ნამწვავები სინჯარაში პოულობს ღირსეულ ადგილს,
მაშინ, როცა ჩვენი ფილტვები,
მიკრომოლეკულების დონეზე აღიქვამს თითოეულ ცრემლს,
(რომელითაც)
იმედგაცრუებული ეფემერა,
ეჭვქვეშ აყენებს, მრავალჯერ ნაქადაგებ მომავალს...
მეცოდება ყველა, და მათთან საკუთარი თავი,
ვხედავ როგორ განიცდის გამადიდებელი შუშა,
საგაზეთო სტატიაში, წითლად მონიშნულ ყველა აბზაცს,
სემანტიკა,
რომელიც არაფერია სხვებისთვის,
ღვთაებრივ დატვირთვას იძენს,
მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგავს აზრს...
(ამაოა)
საკვამურიდან ამოსული კვამლი,
კლიშეებში ჩაკეტილი ჰაერი,
წვიმა,
დასიცხულ მიწა და თავისუფლება,
სამუდამო სამკალი, ან სამკაული,
განწირული დედამიწა გისოსებს მიღმა იხდის,
სამუდამო სასჯელს.
მარჯვენა ხელი თვითნებურად რთავდა არხებს,
მოვიჭერი,
მერე ჩაქრა შუქი,
სინდისის ქეჯნა იგრძნო შავ-თეთრმა ტელევიზორმა,
ვეცადე დამეკაკუნებინა სამოთხის კარზე,
მაგრამ,
მე არასდროს ვყოფილვარ ცაცია.
ჯერალდ ნიუმანი - Black n Red
ყველაფერი წითელი და შავია...
რატომღაც მაფიქრებს გამოუცდელი თვალების სიმშვიდე,
ფიქრებში ჩაძირული უმანკო ცნობიერება...
სანამ გარეთ ცივა, ჩვენ ვახერხებთ ვიყოთ მეგობრები,
გიყურებ და ვხედავ საკუთარ თავს,
ეგოისტური სიხარბით მოვდივარ შენკენ,
არ შეგიძლია უკან დახევა, არც ნაბიჯის გადადგმა,
წინ,
იქ, სადაც ჩემი სუნთქვა, შემაწუხებლად მოქმედებს,
"არაფერს" მიჩვეულ აურაზე...
ყველაფერი წითელი და შავია...
დგახარ ორ სამყაროსა და ჩემს შორის,
წასული მამის და ფიქრებით დამძიმებული წარსულის დასავიწყებლად,
სამუდამოდ უარობ დედის სითბოს,
ვერ ხვდები რა რთულია ბასის ხმაზე ქვითინის გარჩევა,
ან ცხვირიდან წამოსული ცხელი სისხლის შეკავება,
ჩვენგან მოშორებით, ვიღაცები ხმაურობენ,
მე ისევ გიყურებ...
წითელი და შავია ყველაფერი...
მომაბეზრებლად მეჩვენება,
გაფანტული გონება და სიგარეტის კვამლი,
სადღაც გამირბის კარს მიღმა დარჩენილი სამყარო,
ვეღარ ვაყურადებ სხვების ლაპარაკს,
გამომრჩა რას ეუბნებოდა მეგი ჯეკს,
ჩახუტებული წყვილი,
ბოთლი კოკა-კოლით იცხრობს ვნებას...
წითელი და შავია ყველაფერი...
გარეთ სიცივეა,
მე და შენ ისევ ვმეგობრობთ,
რამდენიმე სიმღერა დარჩა და,
იქნებ სადმე,
გასასვლელთან მაინც გავიგო შენი სახელი.
ყველაფერი გაშავდა,
ზოგჯერ წითელიც....
ჯერალდ ნიუმანი - Gender
ჰაპლო,
როდის იყავი ექიმთან?
საიდან დამრჩა ჯიბეში აბები,
ჯერ კიდევ გუშინ უნდა მომეცა შენთვის..
ბავშვი სკოლაშია,
გადახედე მის ცხრილს და მიხვდები,
მართალი ვარ, როცა მეშინია მისი გაშვება იქ,
სადაც სნობიზმი ჩვეულებაა და ცუდ მაგალითზე,
ასწავლიან სახარებას.
ჰაპლო,
გაუშვი ხელი პულტს,
არაფერი მოუვა, უბრალოდ,
იატაკზე გადმოცვივდება ელემენტები,
მე დავიხრები და ავიღებ, მალე დაგიბრუნებ,
შენ დაჯდები საწოლზე,
საათობით იჯდები ასე, საინფორმაციო გადაცემებზე მიჯაჭვული,
სანამ მე ვაშლის ნამცხვარს მოგიმზდებ.
ჰაპლო,
არასდროს დატოვო ონკანი ღია,
გარეთ ბავშვები თამაშობენ,
ყველას რაღაც აცვია, მაგრამ არავინ ატარებს წითელ ქურთუკს,
ახლა ხომ ზაფხულია,
მე გული მწყდება, რომ არ თოვს,
ფორთოხლის წვენი განსაკუთრებით გემრიელია,
როცა ფანჯრებიდან,
წყლის გაყინული წვეთი იპარება.
ჰაპლო,
დიდი მიწისძვრა, ვერასოდეს დააზარალებს თავისუფალ ადამიანს,
მენავე არასდროს იფარისევლებს ღია ზღვასთან,
არც მომაკვდავი იტყვის სიმართლეს უგემურ შოკოლადზე,
როცა თვალცრემლიანი მეუღლე,
აკანკალებული თითებით მიაწვდის მოტეხილ ფილას.
(ნუ ამთნარებ და მომისმინე, შეეშვი გაზეთის ფურცვლას)
ჰაპლო,
თვალები გიელავს, მაგრამ ვიცი გეძინება,
ოთხ დღეში ერთხელ, დანამდვილებით ვხვდები,
როცა ჰენრიეტე სახლში არ ბრუნდება, სად იქნება პოლი,
გაბრუებული ვაწვალებ ავეჯის კატალოგს,
და ვფიქრობ,
როგორი საწოლი მექნებოდა,
შენ რომ არ იყო ჩემი ქმარი.
ჰაპლო,
კომბოსტოს წვნიანი, საკმაოდ გემრიელი გამოვიდა,
მიყვარს ბუნებრივი მანიფესტები,
ჯანმრთელობის დამცველთა მიტინგები,
ცხოველთა საზოგადოებები,
ამ დროს ვხვდები, რამდენ ადამიანზე ჭკვიანები ვართ,
მე და შენ...
(განსაკუთრენით მარტის პირველ რიცხვებში)
ჰაპლო,
ჩვენი ბავშვი, პატარა ჰენრიეტე,
უკვე აღარ ცხოვრობს ჩვენთან,
მე აბები მოგეცი და ახლა,
საოცრად მყუდროდ ვგრძნობ თავს ამ სასაფლაოზე,
(ვერაფრით ვიხსენებ,
რატომ არ წახვედი ექიმთან, როცა მე ეს ძალიან მჭირდებოდა).
როდის იყავი ექიმთან?
საიდან დამრჩა ჯიბეში აბები,
ჯერ კიდევ გუშინ უნდა მომეცა შენთვის..
ბავშვი სკოლაშია,
გადახედე მის ცხრილს და მიხვდები,
მართალი ვარ, როცა მეშინია მისი გაშვება იქ,
სადაც სნობიზმი ჩვეულებაა და ცუდ მაგალითზე,
ასწავლიან სახარებას.
ჰაპლო,
გაუშვი ხელი პულტს,
არაფერი მოუვა, უბრალოდ,
იატაკზე გადმოცვივდება ელემენტები,
მე დავიხრები და ავიღებ, მალე დაგიბრუნებ,
შენ დაჯდები საწოლზე,
საათობით იჯდები ასე, საინფორმაციო გადაცემებზე მიჯაჭვული,
სანამ მე ვაშლის ნამცხვარს მოგიმზდებ.
ჰაპლო,
არასდროს დატოვო ონკანი ღია,
გარეთ ბავშვები თამაშობენ,
ყველას რაღაც აცვია, მაგრამ არავინ ატარებს წითელ ქურთუკს,
ახლა ხომ ზაფხულია,
მე გული მწყდება, რომ არ თოვს,
ფორთოხლის წვენი განსაკუთრებით გემრიელია,
როცა ფანჯრებიდან,
წყლის გაყინული წვეთი იპარება.
ჰაპლო,
დიდი მიწისძვრა, ვერასოდეს დააზარალებს თავისუფალ ადამიანს,
მენავე არასდროს იფარისევლებს ღია ზღვასთან,
არც მომაკვდავი იტყვის სიმართლეს უგემურ შოკოლადზე,
როცა თვალცრემლიანი მეუღლე,
აკანკალებული თითებით მიაწვდის მოტეხილ ფილას.
(ნუ ამთნარებ და მომისმინე, შეეშვი გაზეთის ფურცვლას)
ჰაპლო,
თვალები გიელავს, მაგრამ ვიცი გეძინება,
ოთხ დღეში ერთხელ, დანამდვილებით ვხვდები,
როცა ჰენრიეტე სახლში არ ბრუნდება, სად იქნება პოლი,
გაბრუებული ვაწვალებ ავეჯის კატალოგს,
და ვფიქრობ,
როგორი საწოლი მექნებოდა,
შენ რომ არ იყო ჩემი ქმარი.
ჰაპლო,
კომბოსტოს წვნიანი, საკმაოდ გემრიელი გამოვიდა,
მიყვარს ბუნებრივი მანიფესტები,
ჯანმრთელობის დამცველთა მიტინგები,
ცხოველთა საზოგადოებები,
ამ დროს ვხვდები, რამდენ ადამიანზე ჭკვიანები ვართ,
მე და შენ...
(განსაკუთრენით მარტის პირველ რიცხვებში)
ჰაპლო,
ჩვენი ბავშვი, პატარა ჰენრიეტე,
უკვე აღარ ცხოვრობს ჩვენთან,
მე აბები მოგეცი და ახლა,
საოცრად მყუდროდ ვგრძნობ თავს ამ სასაფლაოზე,
(ვერაფრით ვიხსენებ,
რატომ არ წახვედი ექიმთან, როცა მე ეს ძალიან მჭირდებოდა).
ჯერალდ ნიუმანი - ლოცვა არაბულად
დარჩენილი საჭმელი გამორთულ მაცივარში და,
მაგნიტით მიმაგრებულ ქაღალდზე,
მარჯვნიდან მარცხნივ,
ინგლისურად წაწერილი:
"დღეს ავფეთქდები.."
აჰმადი გაიზარდა აქ,
არაბულად მხოლოდ ლოცვა და,
რამდენიმე სიტყვა იცის,
ისიც წიგნებიდან...
ყოველ დილას,
მაშინ როდესაც მექა ეძახის,
საგულდაგულოდ გაშლილ
სპარსულ ხალიჩაზე,
ლურჯი ჯინსებით დამდგარი,
ჩუმად ბუტბუტებს,
შეჩერებული იორდანესავით ლამაზ,
ხუთი სიქველის სადიდებელს:
"რწმენა,
სიყვარული,
ერთგულება,
თავმდაბლობა,
სიმამაცე"...
ბავშვობის მეგობრები,
ცოლებით,
ქმრებით,
შვილებით,
მშობლებით,
ყველა ერთად დადის,
იელოუსტონში, ტრადიციულ პიკნიკზე....
აჰმადი მათთან არ არის,
დღეს...
ლარაც სახლში დარჩა,
მაცივარზე მიკრულ წარწერას,
მაშინ შეხედა როცა ჩაიდნიდან,
ცხელი წყალი გადმოუვიდა...
სუნთქვა თითქოს იმისათვის გააჩერა,
რომ წამით, იმაზე მეტი ეფიქრა, ვიდრე შეეძლო,
მაინც ვერ წარმოიდგინა,
რა უნდა ექნა, უვნებელ შავგრემან ბიჭს,
რომლისგანაც ჩასახული პატარა,
უკვე ურტყამდა ფეხებს ამერიკულ მუცელს...
ტელევიზორში მხოლოდ კვამლია,
მეზობელი ხმამაღლა უსმენს ბილი ჯოელს,
კაცი თეთრებში, გრძელ თითებს ისვამს ჭაღარა წვერზე,
ისიც აქ სწავლობდა...
ვერავინ, ვერსად, ვერასდროს გაიგებს,
რა მოხდა მაშინ,
როცა ყველა ერთად,
იელოუსტონის ჩრდილოეთში,
მოთხვრილი ხელებით ჭამდა,
აჰმადის ნაყიდ სოსისს...
მე სკოლაში მივდიოდი,
როცა ეს ამბავი პირდაპირ ეთერში ვნახე...
ჯერალდ ნიუმანი - Nabucco ჩემი სიყვარული
არასდროს დამავიწყდება,
გიყურებდი თვალებში, ვხვდებოდი დაიღალე...
შენ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა,
დადიხარ დაბერებულ უბნებში და არიგებ გაზეთებს,
ზოგი გიღიმის, ზოგს აღიზიანებს შენი თვალები...
ისევე ვგრძნობ, როგორ ავედი აივნიდან სახურავზე,
როგორ გადმოვაგდე ქუდი და დავიწყე სიმღერა,
ეს არ იყო წინასწარ, ან იმ წამს მოფიქრებული,
თითქოს მთელი ცხოვრება ვემზადებოდი ამისთვის...
(ვერ გამიგებენ)
შენ მომიტანე საღამოს გაზეთი, რომელიც უკვე წაკითხული მქონდა დილას,
ის (რაღაც) გულიდან მოდის და ხელების ცახცხახით გადაეცემა ყველას,
მაგიდის გადასაფარებელზე ვხედავდი ძველი მელნის კვალს,
ჩვენ, პატარები, ერთად ვწერდით პირველ სიმბოლოებს,
ერთად ვანაწევრებდით სამყაროს, რომელიც ისეთი ახალი იყო,
როგორიც არაფერი მას შემდეგ...
დრო,
თითქოს ერთია ყველასთვის,
მაგრამ მაინც დიდია ტყუპებიდან ერთ-ერთი,
მჯერა რომ, ფანქარი ხატვის დროს ხდება ფანქარი...
ყავაზე დაგპატიჟე დღეს...
თითქოს გეუცნაურა, სადარბაზოს კიბესთან ბევრჯერ გაგვიხსნია ლიმონათი ...
ნაოჭები გაგიჩნდა თვალებთან,
ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ვხვდებოდი რომ შენი ქერა თმა,
ურცხვად იფარებს ჭაღარას...
ყოველთვის მიგებდი ჭადრაკში,..
მე მუდამ პირველი ვიყავი სადილის რიგში,
როცა ომი დაიწყო, სამჯერ წავიკითხე ეპისტოლე დიოგნიტესადმი,
მერე ჩავრთე ეს წყეული რადიო,
თითქოს რაღაცას აცხადებდა, თან მკაფიოდ მესმოდა,
ათასობით ადამიანის ტირილი,
თითქოს შენც იყავი, ჩახშობილ ტალღებში...
ყავაზე დაგპატიჟე დღეს...
თითებზე გაკვირდებოდი და ვხედავდი,
რამდენი ჭუჭყი გროვდება ფრჩხილებში დილიდან საღამომდე,
მე კი, სიცოცხლიდან სიკვდილამდე მხოლოდ თმის დავარცხნას ვახერხებ...
შენ დადიხარ ქუჩაში, ყიდი გაზეთებს,
მე კი პირველად გავბედე ავსულიყავი სახურავზე და მემღერა ჩვენი სიმღერა,
ის ნამდვილად არ გამოდგება ამბოხის ჰიმნად,
უბრალოდ,
მე არ ვიცი შენი მისამართი...
ჯერალდ ნიუმანი- CCCP- 30
მე გადმოვვარდი ციდან,
მოსახვევებში სხვებთან ერთად ვიცვლი ტრაექტორიას,
აღარ არის ჩვენ დროს ბალახი, მხოლოდ მიწა, ან ასფალტი ...
ხელებს იქნევს სარეცხი აივნიდან ,
ჯიბეში მობილური ტელეფონი და მზესუმზირის პაკეტი მიდევს,
ვხუჭავ თვალებს,
ისე მაგრად რომ უკუნეთი სიბნელე სინათლით იცვლება,
ხორკლიანი საგნების მთელი წყება ჩადის, ხელიდან - მუცელში ,
ისევ გამიძლიერდა ასთმის შეტევა ,
ინჰალატორიანი ჩანთა იმედებს მიათკეცებს,
ცოტა მაწუხებს ჭარბი შაქარი ,
ვხვდები, დიდ ხანს ვერ გასტანს უბილეთობა,
წამწამებიდან, წამოყოლილ თოვლს ვიშორებ,
იქ წარსულია,
წინ - უპირობოდ ცუდი მომავალი,
რამდენ რამეზე ვიფიქრე,
მაგრამ მთავარი ჰომოფობიაში გადასული ქსენოფობიაა,
გონებაში გულის ჩატევა ისევე რთულია,
როგორც წყევლის პოზიტიურ ცნებებთან დაკავშირება,
ათასი მეტრი დარჩა,
ვხედავ ცისფერ ჩაფხუტიანებს და სიწითლეს,
რომელიც შარავანდედად დაყვება ყველას...
გამარჯობა! მე ატომური ბომბი ვარ..
Saturday, November 6, 2010
ჯერალდ ნიუმანი - არაფერი (მეგობარს)
მე ძალიან მინდა მჯეროდეს ტყუილის,
რომელიც სრულდება,
გაზის კამერაში, ფობიებმა შემაწუხეს,
მღლის დაუსრულებელი კამათი შენთან,
და თემა,
რომელიც ჩვენს დაბადებამდე გაცვდა...
ბუზების ბზუილი, ნაბიჯებად მოდის გონებამდე,
თვლწინ მიდგას თეთრად დახაზული გზა,
მანქანის ფარები ხორკლიან ასფალტზე,
ნიშნები, წითელი ზოლები ტროტუარებზე,
გამვლელები,
დაბნეული სახეები და სიმპათია მზით არეკლილ გუბეში...
წვიმასავით გამქრალი სინამდვილე,
რაფაზე განაბული კატა, მწვანე თვალებით აკვირდება,
როგორ რწყავ, ყავისფერ ქოთანში ჩამალულ მიხაკს,
შენ რომ არა, ისიც,
ჩემსავით
მკვდარი იქნებოდა....
ჟანგიანი ლურსმნით მიმაგრებული დაუსრულებელი ნახატი,
მაგიდაზე მიმხმარი ყვითელი ფერი,
ძალიან დააკლდა შემოდგომის პეზაჟს,
ნუგეშია, პარკში მოსეირნე მოხუცი,
თეთრი პუდელი ცელქ ბიჭებს უყეფს...
წითელი სახანძრო მანქანა ,
გაუნძრევლად, მარტო, მოწყენილი,
მიშტერებია სარა ბერნარის პორტრეტს...
რადამანტისი უკვე მელოდება,
მხოლოდ ციფერბლატთან ვმეგობრობ,
გასული წუთები ფიქრებს ტკიპებივით ეკვრიან და ვხვდები,
რა გაუსაძლისია კედელზე მიმხმარი გაზეთი,
რომელიც საბნადაც არ გამომადგა,
შიშველი ვარ, ისევე როგორც შენთან,
მაგრამ აქ ძალიან ცივა...
გრაფიკებად გადატანილი ბედნიერების მაჩვენებელი,
მომღიმარი სახეები ტელევიზორიდან,
გვატყუებენ და,
ჩვენი მოლოდინი აშრობს ცრემლებს,
მდინარეები კი,
ისინი ისევ მიედინებიან,
აღმოსავლეთიდან დასავლეთით..
სატანა ხელებს ითბობს ჩვენი უსუსურობით,
ღაწვებამდე ჩასული მტვერი,
განძრევის საშუალებას არ აძლევს,
დაღლილ ქუთუთოებს,
ასეთ სიბნელეში არ არსებობს დროც,
სიყვარულსაც ჰქონია მიზეზი...
მესმის გაბმული ზარი,
ვიღაც უკვე ამბობს აღსარებას,
მიხარია, ჩემი რიგი არ მოსულა,
კეთრი მიჭამს ფეხებს,
კბილებიდან გაშავებული სისხლი მდის,
ვეღარ ვგრძნობ ხელებს მაგრამ მაინც,
მინდა სიცოცხლე...
ვიცი, ყველაფერი შეიძლება იყოს,
ს ხ ვ ა ნ ა ი რ ა დ..
ისე, როგორც შეუძლებელია,
მჯერა,
მხოლოდ მაშინ წამართმევს სიბრალული საკუთარ თავს,
როცა მარტოობა, ერთადერთი გამოსავალი იქნება...
გამარჯობა სარა, მე იანეკი ვარ,
მე ხვალ მოვკვდები...
ჯერალდ ნიუმანი - WronG!
<<სახლი>>
არასწორია ჩემთან კამათი,
სავარძელს მიჯაჭვული თვალსაც ვერ გისწორებ,
აბები, ჩემი საუკეთესო მეგობარი
...და
ტელევიზორის პულტი,
რომელიც მეზიზღება,
მიზეზი?
ყველამ იცით, შენც, დედამაც,
მამამაც, ჩვილი დოდიც ხვდება მგონი,
ეს პატარა, შავი ნივთი,
ჩემზე საჭიროა...
<<სიყვარული>>
არასწორია, ბედნიერებაზე ლაპარაკი ჩემთან,
ფანჯრის რაფასთან გაჭირვებით მისული,
ამაოდ, მაგრამ მაინც,
ვცდილობ დავინახო,
როგორ ესაუბრება ელენა მეზობლის ბიჭებს,
ბავშვები ვიყავით,
მერე ყველა გაიზარდა,
მხოლოდ მე დავრჩი,
მარტო,
როგორც მაგიდის უკან გადავარდნილი,
გაფუჭებული მუხუდოს მარცვალი.
<<თავისუფლება>>
არასწორია, თავისუფლების ღირებულებაზე ლაპარაკი,
ოთხი კედელი და ერთი კარი მყოფს თქვენგან,
კარი, რომელიც ყოველთვის ღიაა,
მაგრამ ზღურბლი,
ის ძალიან მაღალია ჩემთვის,
"ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი, უფრო თანასწორი,"
მიყვარს და მეზიზღება ამ სიტყვების ავტორი,
ადამიანები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ,
მხოლოდ ქილიკით,
მაშინ,
როცა ვერავინ ხვდება, რომ ბედნიერება,
სულაც არ ნიშნავს,
სხვის გარდაუვალ უბედურებას.
<<თქვენ>>
არასწორია, მედლის გადმოცემა ჩემთვის,
როცა ოქროს გადადნობაში, თქვენი ბინძური ხელები ურევია,
მაშინ ჰავაიზე ისვენებდით,
ან თბილი სავარძლიდან, მკერდსავსე ცოლებთან ერთად,
უყურებდით საინფორმაციო გამოშვებას,
სადაც ჩვენნაირ ადამიანებზე დაგეშილი,
სტიმულატორებით გაბრუებული სიკვდილი,
არავის ინდობდა...
ისიც, ვიცი, როგორ გადართეთ სხვა არხზე,
როგორ ჩაილაპარაკა თქვენს გვერდით მყოფმა:
"ვინც გადარჩა კარგი პენსია ექნება, ვინც არა...
ის ხალხი, კარგი საბაბია, სხვების წასაყვანად."
<<და ბოლოს, ყველაფერი>>
არასწორია,
სიცოცხლე არასწორია,
როცა,
სწორი სინამდვილე,
არასდროს უკავშირდება,
თუნდაც არასწორ ბედნიერებას.....
არასწორია ჩემთან კამათი,
სავარძელს მიჯაჭვული თვალსაც ვერ გისწორებ,
აბები, ჩემი საუკეთესო მეგობარი
...და
ტელევიზორის პულტი,
რომელიც მეზიზღება,
მიზეზი?
ყველამ იცით, შენც, დედამაც,
მამამაც, ჩვილი დოდიც ხვდება მგონი,
ეს პატარა, შავი ნივთი,
ჩემზე საჭიროა...
<<სიყვარული>>
არასწორია, ბედნიერებაზე ლაპარაკი ჩემთან,
ფანჯრის რაფასთან გაჭირვებით მისული,
ამაოდ, მაგრამ მაინც,
ვცდილობ დავინახო,
როგორ ესაუბრება ელენა მეზობლის ბიჭებს,
ბავშვები ვიყავით,
მერე ყველა გაიზარდა,
მხოლოდ მე დავრჩი,
მარტო,
როგორც მაგიდის უკან გადავარდნილი,
გაფუჭებული მუხუდოს მარცვალი.
<<თავისუფლება>>
არასწორია, თავისუფლების ღირებულებაზე ლაპარაკი,
ოთხი კედელი და ერთი კარი მყოფს თქვენგან,
კარი, რომელიც ყოველთვის ღიაა,
მაგრამ ზღურბლი,
ის ძალიან მაღალია ჩემთვის,
"ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი, უფრო თანასწორი,"
მიყვარს და მეზიზღება ამ სიტყვების ავტორი,
ადამიანები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ,
მხოლოდ ქილიკით,
მაშინ,
როცა ვერავინ ხვდება, რომ ბედნიერება,
სულაც არ ნიშნავს,
სხვის გარდაუვალ უბედურებას.
<<თქვენ>>
არასწორია, მედლის გადმოცემა ჩემთვის,
როცა ოქროს გადადნობაში, თქვენი ბინძური ხელები ურევია,
მაშინ ჰავაიზე ისვენებდით,
ან თბილი სავარძლიდან, მკერდსავსე ცოლებთან ერთად,
უყურებდით საინფორმაციო გამოშვებას,
სადაც ჩვენნაირ ადამიანებზე დაგეშილი,
სტიმულატორებით გაბრუებული სიკვდილი,
არავის ინდობდა...
ისიც, ვიცი, როგორ გადართეთ სხვა არხზე,
როგორ ჩაილაპარაკა თქვენს გვერდით მყოფმა:
"ვინც გადარჩა კარგი პენსია ექნება, ვინც არა...
ის ხალხი, კარგი საბაბია, სხვების წასაყვანად."
<<და ბოლოს, ყველაფერი>>
არასწორია,
სიცოცხლე არასწორია,
როცა,
სწორი სინამდვილე,
არასდროს უკავშირდება,
თუნდაც არასწორ ბედნიერებას.....
Monday, July 26, 2010
ჯერალდ ნიუმანი - ლოლა და ორი სხვა
ედინბურგი
I
- შენ სხვანაირი იანი იქნებოდი
- რა თქმა უნდა, უფრო დიდი და ლამაზი,
- და უფრო სარკასტული
- სწორი შენიშვნაა.
- ვერავინ გაგაგდებდა სახლიდან, არც წერილებს მისწერდი ვინმეს.
- ხო, რა თქმა უნდა, მე უფრო მაგარი ვარ, ვიდრე ეგ შენი იანი.
- არა,
- კი
- არ მომწონხარ მე შენ.
- არც მე მომწონხარ
- შენი დახრჩობა მინდა.
- მეც მინდა დამახრჩო, მიყვარს შენი პატარა ხელები.
- არასდროს შემიყვარდები.
- გინდა წავიდე? ვიცი არ გინდა მაგრამ, მაინც მიპასუხებ წადიო.
- ვერ გიტან, მაგრამ დარჩი,
- ყავა გინდა?
- ზოგჯერ შენთან ძალიან თბილა, მარტო მაშინ, როცა ასე მიყურებ.
- ხო, თბილა, თვეში ერთხელ, გაზის გადასახადს 28 ში ვიხდი.
- ისევ გააფუჭე ყველაფერი.
- რა რომანტიკაა, გარეთ არ წვიმს, ვერ ხედავ?
საწოლზე მიგდებული იან ანდერსონის ბიოგრაფიის ფურცვლა, იქვე წამოწოლილ სიამის კატა ჰამსუნსაც მოსწყინდა, სიყვარული ხანდახან ბევრ კითხვას აჩენს, თუნდაც ისეთს, რომელზე პასუხიც, არავინ იცის ღმერთის გარდა. როცა ყველა შეკითხვა იკარგება, რჩება მხოლოდ ერთი,
ხშირად ზედმეტი, არაფრისმთქმელი, მაგრამ მაინც, "თანახმა ხარ თუ არა? "
როგორც იქნა, ეს საქორწინო კაბა, დედას ეცვა ჩემამდე, რა ბედნიერი იყო ალბათ, მამაჩემს დღემდე შემორჩა ახალგაზრდული სიხალასე და ხიბლი , მე მგავს, ყოველთვის უფრო ახლოს ვიყავი მასთან, ქალბატონი მევერიკი ცოტა სნობია, ალბათ ოჯახიდან გამოჰყვა.
ეკლესია უკვე შევარჩიე, გზად ის პარკი უნდა გავიაროთ სადაც ბავშვობაში მე და მამა ვსეირნობდით, ახლაც არ სჯერა რომ გავიზარდე და მისგან მივდივარ, ხშირად ვსხდებოდით აი, იმ სკამზე, მეეზოვეებს ვესაუბრებოდით, ბატონი მევერიკი ტკბილეულს ყდულობდა, მე ზღაპრებს ვუყვებოდი, ყურადღებით მისმენდა, ისე, როგორც მამა ნიკოლასს უსმენენ მოხუცები, საზეიმო წირვების დროს.
-ჰილდა, ყველაფერი მზად არის?
-კი, მაგრამ ჯერ ვერ გამრკვევია, რომელია უფრო ლამაზი, თქვენ, თუ დედათქვენი 25 წლის წინ.
-რა თქმა უნდა ჩემი ლოლა უფრო ლამაზია, რა თქმა უნდა.
-დედა, დღეს ნამდვილად ჩემი დღეა.
- ხო, შვილო, ალბერი უკვე მზად იქნება ალბათ, ერთი სული მაქვს როდის გნახავ საკურთხეველთან.
ედინბურგს ერთი თვისება აქვს, აქ ყველას ენატრება ვიღაც, ან უბრალოდ უნდა რომ ენატრებოდეს, იმიტომ შეიკრიბა ერთად ამდენი გადარეული, მთელი მსოფლიოს სყვარული ვერ გადაწონის წითური შოტლანდიელების გიჟურ სურვილებს.
"ალბერ, წავედით სახლში, უკვე გვიანაა, დედა ინერვულებს."
-დედა, მოვედი, დედა....
აღარც მახსოვს, როგორ ჩავარტყი ფაიფურის ვაზა დედას საყვარელს, ამაზრზენი სანახავი იყო სისხლში მოთხვრილი ბანჯგვლიანი მძღოლი, რომელსაც ალბათ ცოლიც კი არ კადრულობდა, არ დამავიწყდება როგორ ვეხუტებოდი ძიძას, "გულში ალბათ უხაროდა", ამას მერე მივხვდი, როცა გავიგე, როგორ გადაბარგდა მამაჩემი საცხოვრებლად მასთან.
დავრჩი მარტო, დედა საერთოდ არ მელაპარაკებოდა, ბოლოს გალოთდა და კენტერბერის საგიჟეთში უკრეს თავი, დიდად არ განვიცდიდი, მიჩვეული ვიყავი საკუთარი ნერვების გამოცდას.
ოცდასამის ვიყავი როცა ოქსფორდის სამხატვრო სკოლა დავამთავრე და ლოლაც იქ გავიცანი, პრაქტიკული კურსის გავლისას, მოკლედ ტიპური სასიყვარულო ისტორია განვითარდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ბრიტანეთის მოსახლეობის 80 პროცენტისთვისაა დამახასიათებელი.
ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი ჩემმა მშობლებმაც, დღეს პირველად და უკანასკნელად გავხდები ცოლიანი კაცი, მერე შვილები მეყოლება, იმდენი, რამდენსაც ღმერთი მომცემს,
50 წლის გავალ პენსიაზე და მშვიდად დავამთავრებ ცხოვრებას, სადმე, მანჩესტერის, ან პორტსმუთის მშვიდ უბანში.
"ლოლა, ალბერ, დღეიდან ცოლ-ქმარი ხართ უფლის წინაშე".
ედინბურგი მეორედ
II
ედინბურგის ცენტრი, სადაც ხალხმა თავისი ადგილი უკვე იპოვნა, ან დაეძებს მომავალი ბედნიერების დაკარგულ გასაღებს. თითქოს ათპენსიანი მონეტასავით შეიძლება ჩამოვარდეს წართმეული სიყვარული, ან თუნდაც, მომგებიანი ლატარიის ბილეთი მდიდარი ვაჭრის საფულიდან და რიყის ქვებით გასუქებულ ტროტუარზე დაეცეს, თან ისე რომ, ხმაც კი გაიგონოს, აივნიდან მომზირალმა ოთხმოცი წლის მოხუცმა.
გამოფენები სავსეა უნიჭო მხატვრების ნამუშევრებით, თვალს თითქოს აღარც ენატრება ჭეშმარიტი, ხალასი ბრიტანული ფერწერული ტილოები, რომლებიც არასოდეს ყოფლა ისეთივე პოპულარული სნობურ საზოგადოებაში, როგორც იაფფასიანი ჰოლანდიელი მხატვრების უაზრო ნაჯღაპნები.
-უნდა წავიდე, ასე აღარ შემიძლია, რამდენი ხანი შეიძლება ერთი და იმავე სახის ყურება ყოველდღე, ბავშვი ვეღარც მცნობს ალბათ, ეს ნახატები მაინც იყიდებოდეს.
- კი მაგრამ, სად აპირებ წასვლას? აქ ოჯახი გყავს.
-ოჯახი ? რა ოჯახი ? უნდა ნახო როგორ მხვდება ლოლა, ვიცი ყველანაირი იმედი დავუკარგე, რატომ დავიწყე, ეს ჭირია, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებ, არც ნებისყოფა მაქვს, მთელი ქონება ამ გალერეაში მაქვს ჩადებული, არადა ვის არგია? კვირაში ას ფუნტს თუ ვიშოვნი და ისიც წამალში მიდის.
-სად აპირებ წასვლას?
-ციმბირში. >>
"კენტრბერის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან წერილი მოვიდა, დედაშენი გარდაიცვალა, პარაკევს დაკრძალავენ იქვე, ადგილობრივ სასაფლაოზე, ორშაბათს ადვოკატი ანდერძს წაიკითხავს."
ედინბურგს კიდევ ერთი ჩვევა აქვს, ადამიანი მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, მორწმუნე თუ ათეისტი, ყველა თანაბრად აღიარებს კანონის უზენაესობას.
"ბოდიშს ვუხდი ალბერს, ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს, რომელსაც არასდროს ვუყვარდი, ვიცი ჩემი პატიება არ შეგიძლიათ, მაგრამ მე ყოველდღე ვილოცებ თქვენი ბედნიერებისათვის."
<<-ციმბირში ? რატომ ციმბირში? ეს რა აკვიატებაა?
- დედამ ბაბუას კუთვნილი რკინის საბადო დამიტოვა, წავალ ცოტა ხნით, დავხედავ, ხომ იცი, აღარავის უნდა ჩემი გაძლება აქ.
"წავიდეს დედა, წავდეს, ოდნავ მაინც რომ ვუყვარდეთ მე და სამუელი, სულ ცოტა მაინც რომ აღელვებდეს ჩვენი ბედი, აღარ გაეკარებოდა იმ საწამლავს, ჩვენს თავს თავადაც კარგად მივხედავთ, დაიღალა ბავშვი, მიკვირს როგორ ვერ ხედავ ამას"
დედა ალბერის წასვლის წინააღმდეგი იყო, აქამდეც გითხარით, ცხოვრებაზე ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდა, ისევ სჯეროდა გადამლაშებული ფასეულობების, რომლთა გამოც ბედნიერებასაც კი დაუფიქრებლად დათმობდა.
მუშაობა დავიწყე, მამა დამეხმარა, ბევრი მეგობარი ჰყავს, ყველას ძალიან უყვარს, სპარსულს ვასწავლი გლაზგოს აღმოსავლური ენების ცენტრში, ყოველ დილას ერთი ბიჭი მხვდება, ისე მიყურებს თითქოს ძველი ნაცნობი ვიყო, ასეთი შეგრძნება აქამდე არ მქონია, ქმარს ცოტა ხნის წინ დავშორდი,რატომ ვფიქრობ ვიღაც უცნობზე? თან პატარა ჩანს ჩემზე. ძალიან უხდება შავი პალტო, მამასაც ჰქონდა ადრე ასეთი.
-მისს, მე რეინოლდი ვარ, თქვენ შეგიძლიათ რეი დამიძახოთ.
-რატომ უნდა დაგიძახოთ საერთოდ რამე? თუ ვერ ხვდებით აგიხსნით რომ ქუჩაში ვართ,
ავტობუსის გაჩერებაზე, დილის ცხრა საათია, ასეთ დროსა და ადგილას, არასდროს მიჩნდება საუბრის სურვილი, მითუმეტეს უცნობებთან.
-კარგით, მაპატიეთ, უბრალოდ ყოველდღე გხვდებით და გამარჯობის თქმა მომინდა.
შემეცოდა, ძალიან უხეშად მოვექეცი, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა, მე შვილი მყავს, ღირსეული ადამიანი ვარ, აბა რა გამოვა ყველა გამვლელს რომ გამოველაპარაკო?
-გამარჯობა რეი, მე ლოლა ვარ, მაპატიე, ცოტა დავიბენი გუშინ, იმედია არ გეწყინა.
-არა ლოლა, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
ედინბურგიში კი, არაფერი იცვლება, ალბათ იმიტომ რომ ხალხი ისეთივეა როგორც ათასი წლის წინ, არავინ ფიქრობს უსაცვლებოდ სიარულს დადებითთან ერთად, რამდენი უარყოფითი მხარე აქვს.
ედინბურგი, მესამედ
III
"ფრანგული იცი?
რამდენჯერ გავიმეორო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში გაიხადეთ.
ფრანსუა, წყალი გააცხელე, ქალბატონი ლაკრუა მოდის".
გამორთე ტელევიზორი, არ მოგწყინდა?
მე ბარში მივდივარ, შვიდ საათზე მოვალ და ჭადრაკი ვითამაშოთ.
ჩემი მეგობარი ლოლა,
ყოველთვის ქუჩის კუთხეში მხვდებოდა, მაშინ არ ვიცნობდი.
საშინელი ქალაქია ედინბურგი, ვიწრო ტროტუარებზე რთულია შემხვედრს ისე ჩაუარო თვალებში არ შეხედო.
სახლიდან ერთად გამოვდიოდით, თითქმის ყოველთვის, ზოგჯერ აგვიანებდა, მაგრამ ველოდებოდი, ბოლოს სახელი ვკითხე,
დიდი ფიქრი დამჭირდა,ბევრი ვინერვიულე, მამაჩემიც ჩემნაირი მორცხვი იყო.
"ნამდვილი იდიოტია ეს კაცი, კიდევ კარგი ბავშვი დედას დაემსგავსა," - პირველად ეს ფრაზა გავიგონეთ კინოთეატრში.
მერე ვაკოცე. ჩასუქებულმა კაცმა ეკრანიდან, ხელი აიფარა ჩაცვენილ თვალებზე.
"არაფერი შეცვლილა, გაერომ ძალა დაკარგა, როგორც ერთა ლიგამ ერთ დროს, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშეა, ჩვენი გადასაწყვეტია როგორ საუკუნეში ვიცხოვრებთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, ხმა მიეცით ტონი ბლერს, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას, გფარავდეთ უფალი" - ვფიქრობ და მიკვირს, როგორ არ მაინტერესებდა ეს ყოველივე მაშინ, კენტუკი სთრითზე. 604 ოთახის აივანზე.
ლოლას სიმაღლის ეშინია, მეოთხეზე ცხოვრობს...
ყოველთვის აქ მოვდივართ, კაფე ქუჩის ბოლოს, `Dead End ასე ჰქვია. მე ჩემი ხელფასით ვერაფერი ჯენტლმენი ვარ, ამიტომ არ მიყვარს უცხო ადგილებში სიარული,
ლოლა პატარა გოგოა, მერე რა რომ ათი წლით ჩემზე უფროსია.
-ბაბუაჩემი ჰიტლერის გენერალი იყო,
-ბაბუაჩემი სტალინის,
-ბებიაჩემი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი,
-ბებიაჩემი ებრაელია,
-მე უფრო ლამაზი თვალები მაქვს,
-მე აღარ გელაპარაკები,
-შენი ქმარი იდიოტია.
ჯიუტია, როცა ბრაზდება სიგარეტს ეწევა, იცის არ მიყვარს, მაგრამ მაინც, მე აივნიდან ვიფურთხები,
დაბლა ლოლას დეიდაა, შევრიგდით.
პირველად ამ ადგილას ვნახე, მახსოვს თევზები ზუსტად ასე იყურებოდნენ აკვარიუმიდან, ნახევრად სევდიანი თვალებით. მუხლებამდე კაბა ეცვა, მოკლე გეტრები, გაჩერებამდე ვდიე, ვითომ ვერ მამჩნევდა.
-დიახ, მეც გიყურებდი, არ უნდა შემომეხედა?
-უნდა შემოგეხედა აბა რა, ჩემზე უკეთესი ვინმე გინახავს?
-გგონია მომეწონე? შენი პალტო მომეწონა, უფრო სწორად მეცნო, მამაჩემს აცვია ზუსტად მასეთი, ჯარის დროინდელ სურათებზე.
მე ხომ ვიცი რომ მოვწონდი...
ბარში მივდივარ, მეგობრებს ვხვდები, რამდენი ხანია ბარმენთან ჯეიმს ჯოისის მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი არ აღმინიშნავს , ცნობისათვის, ჯოისზე ლაპარაკს ხუთი ჭიქის შემდეგ ვიწყებ, იშვიათად, მაგრამ ფრანგულ მატერიალიზმამდეც მივსულვარ, რამდენიმე ასეთი შემთხვევა, სამუდამოდ დარჩა ჩემს შარვალზე.
მე, ჯეფრი და რალფი ბილიარდს ვთამაშობთ, მერე რა რომ თამაში არ იციან.
"მსოფლიო პოპის დედოფლის ტურნეს მოლოდინშია, მადონამ ეს-ესაა გამოუშვა თავისი ახალი ალბომი, რომელიც უკვე ჩაუდგა ბრიტანულ ჩარტებს სათავეში, მეორე ადგილზეა უაით სტრაიპსის სიმღერათა კრებული სახელად Icky Thump, -როგორც მეგ უაითმა განაცხადა".. - მნიშვნელოვანია, თუნდაც საერთოდ არ გაინტერესებდეს მუსიკა..
- ლოლა რომის პაპმა დამირეკა იცი ?
-რაო? რა უნდოდა?
-არაფერი, მოგიკითხა, ხო იცი მაგასაც უყვარდი ადრე.
"სიმთვრალეში ბოდვა, ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ".
სამმა კაცმა ძლივს ამიყვანა კიბეზე, ჰაინრიხ ჰაინეს მეოთხე კრებული თითქმის მთლიანად გავიხსენე გზაში.
მაინც რამდენი მიზეზია იმისათვის რომ სახლში დარჩე......
"ფრანგული იცი?
რამდენჯერ გავიმეორო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში გაიხადეთ.
ფრანსუა, წყალი გააცხელე, ქალბატონი ლაკრუა მოდის".
გამორთე ტელევიზორი, არ მოგწყინდა?
ყველაფერი აქედან დავიწყე, მგონი წასვლას ვაპირებდი, ალბათ გადავიფიქრე.
მაინც არ იციან ბილიარდის თამაში.
ეს ჩემი ოთახია, ეს ლოლაა, გარეთ, შემოდგომა და ედინბურგი, ისე იქცევიან, თითქოს წვიმა არ ენახოთ,
გვიყვარს წვიმის დროს ფანჯრის რაფაზე ჯდომა, გვიხარია როცა ჩვენი მეზობელის, ქალბატონი როსის, ქოლგა სახლში რჩება, სველი მეზობელი, ბატიბუტის სუნი და ჯერემი აირონსის დაჯღანული სახე, მარტო ამის გამო ღირს ამ ქალაქში ცხოვრება.
ბავშვი სკოლიდან არ მოსულა,
" ჩავალ ლიმონათს ამოვუტან, შენ სადილი მოუმზადე". - უკვე დიდი ბიჭია, ჩემამდეც დიდი იყო.
სუპერმარკეტში ნაცნობი ქალი მუშაობს, ზანგია შოტანდიური იერით.
-რა კარგია შენი ლოლა. როგორი ღიმილი აქვს, ბედნიერი კაცი ხარ შენ.
-მე რა, ცუდი ბიჭი ვარ სელინა? ნუ გეცინება, მიასუხე.
-სამოცი ფუნტი,
კაცებს გასაგებია, მაგრამ ქალებსაც?
დაიბადა გლაზგოში, სადაც ყველა განათლებულია, სადაც უმიზეზოდ ქუდსაც არ გაიწმენდავს თავმოყვარე სკოტი,
მამა ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, დედა არ ვიცი (მერე ვკითხავ) გაიზარდა თუ არა მაშინვე გამოჩნდა სემუელის მამა,
ხელმოცარული და მარად პერსპექტიული მხატვარი, რომელმაც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ, გადაწყვიტა ციმბირში წასულიყო, ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ იმპოტენტიაო, მაგრამ მე არ მჯერა, მაინც გადავამოწმებდი, მაგრამ როგორ.
ჩემი შვილობილი, ყველაზე მეტად უყვარს ლოლას.
ლიმონათი უკვე მაცივარშია, ბავშვი მაგიდასთამ მე ლოლას გვერდით, გარეთ აღარ წვიმს, ქალბატონმა როსიმ ახალი ნამცხვარი შემოგვიტანა.
-იქნებ მათემატიკაში დაეხმარო სამუელს?
-აუცილებლად, ოღონდ ჯერ ჩამეხუტე კარგი?
"მადონას მსოფლიო ტურნე გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო, Icky Thump ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ალბომია, ტონი ბლერი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ხდება, ედინბურგის დროით სამი საათია."
ედინბურგი, უკვე მერამდენედ
IV
ვიცი, ახლა ერთად ვართ, მე და რეი, სემუელიც მიეჩვია, მაგრამ, ძალიან ენატრება მამა, ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, საერთოდ რომ არ გაესინჯა ის, თეთრი სიკვდილი, ალბათ ისევ ერთად ვიქნებოდით, ის ნახატებს დახატავდა, მე ფინჯან ყავას მივუტანდი, მერე დავბერდებოდით, სემუელი ცოლს მოიყვანდა, ჩვენ სადმე მანჩესტერის, ან პორტსმუთის მშვიდ უბანში გავატარებდით ცხოვრების უკანასკნელ წლებს.
ედინბურგი, ყველას უყვარს ეს ქალაქი, მოულოდნელობებითაა სავსე, მზიც ამოსვლაც კი სხვანაირია, როცა დანამულ ფანჯარას გახედავ, არ იცი წვიმის წვეთი რამდენ ხანში ჩამოგორდება ბოლომდე, არც ის იცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ბედნიერება.
-მე ალბერი ვარ, შენ ალბათ რეი არა?
-ხო, რეი ვარ, რა გინდა ალბერ ?
-არაფერი რეი, შენი გაცნობა მინდოდა, უბრალოდ მაინტერესებდა, რატომ მოუნდა ლოლას შენთან, რას საქმიანობ რეი? დარწმუნებული ვარ მხატვარი არ ხარ.
-არა, მწერალი ვარ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, შეგიძლია სემუელის სანახავად შემოიარო, მოენატრე ბავშვს.
-მეც ძალიან მომენატრა, ლოლაც უნდა ვნახო, განქორწინების საბუთებისთვის ხელი არც მოგვიწერია, ადვოკატი მელოდება.
-კარგი, როგორც გინდა, მხოლოდ საქმეზე.
-რა თქმა უნდა რეი, რა თქმა უნდა.
და ბოლოს, ედინბურგი
V
არ ვიცი, რას ვფიქრობდი როცა ლოლას საყვარელი დავინახე, ცუდი ბიჭი არ ჩანდა, ცოტა პატარა იყო ასაკით, უბრალოდ გამიკვირდა, როგორ მოახერხა, ასე მალე მასთან დაწოლა, ორივე მომენატრა, როგორც იქნა მოვიშორე ეს საშინელი სენი, იმედი მაქვს გამიხსენებენ და ისევ მოუნდებათ ჩემთან, მე ყველაფერს ვაპატიებ, მეც ხომ ვუღალატე როცა პირველად გავიკეთე წამალი.
-შეურიგდი შვილო, რაღას ფიქრობ, ხომ ხედავ გამოსწორდა, რა გგონია რეი სამუდამოდ შენთან დარჩება? დაბერდები და წავა, ის ხომ შენზე ათი წლით პატარაა. მიეცი სემუელს საშუალება ნამდვილ ოჯახში იცხოვროს, შენ ხომ იცი მამა რამდენს ნიშნავს ბავშვისთვის.
მაშინ, გაჩერებაზე, ან კინოში, თუნდაც სახლში, არასდროს მეგონა თუ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, dead end ასე ერქვა იმ კაფეს, სადაც ყველაფერი მითხრა, მე მესმის, ლოლას არასდროს ვუყვარდი ისე, როგორც სემუელი, არც ისე როგორც ბატონი მევერიკი უყვარდა. დღეს საღამოს ბილიარდს ვითამაშებ ბიჭებთან, მერე ალბათ ბერძნულ დიალექტიკასაც შევეხები, ჯეიმს ჯოისზე ლაპარაკით დაღლილი. ამ დროს უკვე ერთად იწვებიან, ახლა უკვე მჯერა რომ "ჭორები ყოფილა" იმპოტენციაზე მოარული ხმები.
ედინბურგი, მიყვარს ეს ქალაქი, აქ ხომ ყველაფერი ტყუილია, ჩუქურთმებით მორთული შენობები მუდმივად თვითმკვლელობისაკენ უბიძგებენ გალეშილ შოტლანდიელებს, რომლებიც მათ მოწოდებას სიცილით პასუხობენ და ისე იგდებენ მასხრად, როგორც შექსპირი ეფერებოდა გარდაცვლილ ჯულიეტას, რომეოს სიზმარში.
ჯერალდ ნიუმანი - მონოლოგი ყველაფერზე
დიდი ცოდვის, პატარა ემერიტუსი,
ვცდილობ არ ჩავიხედო სარკეში,
პატივმოყვარეობა სენია, რომელსაც ვებრძვი.
არ მინდა ძალადობა,
სადღაც,
შეიძლება მიუღებელია სიცოცხლე სიკვდილის გარეშე,
მაგრამ არა აქ...
ნევროზად ქცეული ოცდამეხუთე კადრი,
მარწმუნებს: " აუცილებელია საშიში დოგმების დევნა."
ცეცხლითა და მახვილით განდევნილი ცინიზმი,
ამპარტავნებით მიბრუნდება უკან.
ლიბერტარიანელები გაიძახიან, მე კი მათ ვუშენებ სახლს,
რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ ჩემს გარდა, ყველა მოკვდება?
გარდაქმნების ხანაში ჰალუცინაციები მართავენ მსოფლიოს,
მე, პატარა ქვეყნის დიდი ემერიტუსი,
ვხვდები,
გლობალიზაცია და დანაშაული,
უპირობო ჰეგემონიისკენ მიათრევს დამძიმებულ დედამიწას,
მუდმივი შიში დრომოჭმული წესებით გვაცოცხლებს,
შეთანხმება,
რომელიც მხოლოდ ურთიერთგვემას ითვალისწინებს...
დიდი ხანია აფეთქებენ, ყველას და ყველაფერს,
ჩვენ არ გვაქვს ძალა ვებრძოლოთ უბედურებას,
აქტიურად ვამზადებთ ყულფებს, საკუთარი თავებისთვის,
დაქირავებული მესაფლავეები მადლობას, სიყვარულად გვითვლიან,
სხვისი წარმატებები, საკუთარ იმედგაცრუებას გვახსენებს,
მოლოდინები აჭარბებს სურვილებს
ოცნებებზე მეტად, პურის გამხმარი ნაჭერი ფასობს,
ასე იყო და იქნება...
ეგოიზმი სულიერ სიმშვიდეს, სამუდამოდ აქცევს ბრძოლის ველად...
მე კი, პატარა საფლავის დიდი ემერიტუსი,
ჩემს ცოდვებს, სიხარულით დაგიტოვებდით ყველას...
Wednesday, July 7, 2010
ჯერალდ ნიუმანი - მე ჯეკი ვარ
შუადღე,
ისეთივე, როგორც ოცი წლის წინ.
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დედაჩემი,
მამაჩემმა მიახრჩო,
საწყალი მამაჩემი, ძალიან მიყვარდა, სახლიდან ისე წავიდა, არც დაუბარებია სად მიდიოდა, მკვდარი იპოვნეს ტემზაში, ცოტა ვიტირე კიდეც.
მარტო დავრჩი..
მე უფრო მეტი ჭორფლი მაქვს სახეზე ვიდრე ვინმე სხვას,
მე ჯეკი ვარ.
ჩემი სკოლა,
ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ ღარიბები დაძრწიან, ყველას დიდი ტანსაცმელი აცვია და ბოზი დედა ელოდება სახლში.
ეს პოლია,
პოლს საერთოდ აქ აქვს ჭორფლი, იმდენჯერ მცემა დამვიწყდა კიდეც რომ ჩემი ძმაა.
ამ ეზოში პირველად ვნახე ქალის შიშველი მკერდი,
ყველას უყვარდა მის ადელაიდა, ჭეშმარიტი კათოლიკე, ასე თვლიდა მამა რენუარი, ის ხომ ყველაზე ხშირად უსწორებდა საცვლებს ჩემს ქერა მასწავლებელს.
ახლაც შუადღეა, მე კი ჯეკი ვარ,
პოლი არმიაშია, ჩაის ჭიქა ისევ ბოლომდეა სავსე, მე მაინც დავტოვებ ნახევარს.
"დაიკარგა შავი ტერიერი, მპოვნელი დასაჩუქრდება,- მის მარგარეტ ჰოლი"
-მის ჰოლი, მის მარგარეტ ჰოლი ბრძანდებით?
თქვენი ტერიერი ვიპოვნე, დიახ შავია, 8 საათზე ჰაიდ პარკთან, ნუ დაიგვიანებთ, შევთანხმდით...
"დღეს ლონდონში იწვიმებს, ქუჩაში ისევ დაძრწის ვირთხების მეგობარი, ღმერთი გფარავდეთ."
-თქვენ გეშინიათ მისი?
-არა, არ მეშინია, რას ერჩის საბრალო ტაქსის მძღოლს.
-მართლაც რას ერჩის, მართლაც არაფერს..
-სად მივდივართ?
-ვიგმორ სთრითზე, ჰაიდ პარკთან.
ბაღი, რომელიც სავსეა ჩემნაირი მათხოვრებით...
ქუჩა დაიღალა დღით, ისვენებს, მარტო მთვარე, ისიც ჩუმადაა...
ლამაზი გოგონა,
როცა პირველად შევხედე, თვალები უცინოდა კარგის მოლოდინით,
ბოლოს,
ორივე დავრწმუნდით რომ იმედი ყოველთვის ცრუობს.
ჩემი მაჩეტე იქვე გავწმინდე, ლონდონში წვიმდა, ტერიერი ხის სკამთან ფსამდა...
პოლი ომში მოკლეს,
მე ჯეკი ვარ,
დილის გაზეთისთვის ხურდა მჭირდება.
გუშინ მიხაკები მივიტანე მამა რენუარის საფლავზე..
ისეთივე, როგორც ოცი წლის წინ.
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დედაჩემი,
მამაჩემმა მიახრჩო,
საწყალი მამაჩემი, ძალიან მიყვარდა, სახლიდან ისე წავიდა, არც დაუბარებია სად მიდიოდა, მკვდარი იპოვნეს ტემზაში, ცოტა ვიტირე კიდეც.
მარტო დავრჩი..
მე უფრო მეტი ჭორფლი მაქვს სახეზე ვიდრე ვინმე სხვას,
მე ჯეკი ვარ.
ჩემი სკოლა,
ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ ღარიბები დაძრწიან, ყველას დიდი ტანსაცმელი აცვია და ბოზი დედა ელოდება სახლში.
ეს პოლია,
პოლს საერთოდ აქ აქვს ჭორფლი, იმდენჯერ მცემა დამვიწყდა კიდეც რომ ჩემი ძმაა.
ამ ეზოში პირველად ვნახე ქალის შიშველი მკერდი,
ყველას უყვარდა მის ადელაიდა, ჭეშმარიტი კათოლიკე, ასე თვლიდა მამა რენუარი, ის ხომ ყველაზე ხშირად უსწორებდა საცვლებს ჩემს ქერა მასწავლებელს.
ახლაც შუადღეა, მე კი ჯეკი ვარ,
პოლი არმიაშია, ჩაის ჭიქა ისევ ბოლომდეა სავსე, მე მაინც დავტოვებ ნახევარს.
"დაიკარგა შავი ტერიერი, მპოვნელი დასაჩუქრდება,- მის მარგარეტ ჰოლი"
-მის ჰოლი, მის მარგარეტ ჰოლი ბრძანდებით?
თქვენი ტერიერი ვიპოვნე, დიახ შავია, 8 საათზე ჰაიდ პარკთან, ნუ დაიგვიანებთ, შევთანხმდით...
"დღეს ლონდონში იწვიმებს, ქუჩაში ისევ დაძრწის ვირთხების მეგობარი, ღმერთი გფარავდეთ."
-თქვენ გეშინიათ მისი?
-არა, არ მეშინია, რას ერჩის საბრალო ტაქსის მძღოლს.
-მართლაც რას ერჩის, მართლაც არაფერს..
-სად მივდივართ?
-ვიგმორ სთრითზე, ჰაიდ პარკთან.
ბაღი, რომელიც სავსეა ჩემნაირი მათხოვრებით...
ქუჩა დაიღალა დღით, ისვენებს, მარტო მთვარე, ისიც ჩუმადაა...
ლამაზი გოგონა,
როცა პირველად შევხედე, თვალები უცინოდა კარგის მოლოდინით,
ბოლოს,
ორივე დავრწმუნდით რომ იმედი ყოველთვის ცრუობს.
ჩემი მაჩეტე იქვე გავწმინდე, ლონდონში წვიმდა, ტერიერი ხის სკამთან ფსამდა...
პოლი ომში მოკლეს,
მე ჯეკი ვარ,
დილის გაზეთისთვის ხურდა მჭირდება.
გუშინ მიხაკები მივიტანე მამა რენუარის საფლავზე..
Thursday, February 11, 2010
ჯერალდ ნიუმანი - პერსევსი და ოქტავიუსი
ოქტავიუსი,
ტალაბუსის ძე, მონა ღვთისა,
ხელით პერსევსის განგმირული,
დაკრძალეს გუშინ,
ტიროდა ყველა, მეუღლე და შვილები გმირის,
მაგრამ უფრო კი, განიცდიდა მოხუცი დემნოს,
აქადელებთან მარცხის ფასი მან იცის უკეთ,
მაშინ ჯერ კიდევ იყო ბავშვი,
პირველად როცა,
ხელში მახვილი აიღო და წავიდა ომში,
თავსაც დადებდა ელადისთვის,
გულანთებული.
ოქტავიუსის სასახლე
(პირველი მრჩეველი)
ხვალ შევიკრიბოთ სათათბიროდ, დღეს დაიღალეთ,
გამოიძინეთ კარგად წყდება, აქ ქვეყნის ბედი,
ვინ უპატრონოს ნამუს ახდილს, ჩვენს წმინდა მამულს,
ვინ მოგვხდის სირცხვილ განგმირულის ძის ტალაბუსის.
(მეორე მრჩეველი)
რა დაგვაძინებს თავს ლაფ დასხმულს,
მგონი ახლავე, ჯობს გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი,
ზევსის შეწევნით!
(ჯარი)
წავდეთ, თავზე დავანგრიოთ, სასახლე პერსევსს,
ან დავიხოცოთ მასთან როგორც, კვდებიან გმირნი,
აისხით ხმალი და მიმართეთ, სპარტისკენ შუბი,
რად ღირს სიცოცხლე როცა თავზე დაგვჩხავის მტერი.
(დემნოს)
მე წავალ, ვიცნობ უკეთ თქვენზე, პერსევსის მიწას,
სიყმაწვილეში მიცხოვრია მახლობლად, იქვე,
ვერ იეჭვებენ ჩემს ჭაღარას დასდებენ პატივს,
შეპარვით მოვკლავ, იმსახურებს, თქვენ იცით კარგად.
რად გაგვიმეტა ასე მწარედ, ვერჩოდით არას,
თავს დაგვაყარა მიწა შავი, წაბილწა კარი,
არც ეს გვაკმარა და მახვილით, ჰეფესტოს ქმნილით,
გული გაუპო ოქტავიუსს ღმერთთა სწორ რაინდს.
(პირველი მრჩეველი)
რას იტყვით ხალხო, მართალს ამბობს, ბრძენია დემნოს,
თუმცა მიპარვა არ აქვს ჩვევად, ჩვენს დიად მოდგმას,
ვგონებ ამჯერად ვერ გავაწყობთ ვერაფერს ბრძოლით,
თუ ვეკვეთებით მტერს მრისხანეს, ურიცხვსა ველად.
ისევ დაგვაქცევს აატირებს გატანჯულ დედებს
და სამუდამოდ აგვიოხრებს შთამომავლობას.
(მეორე მრჩეველი)
რა ვქნა, არ მომწონს ჩანაფიქრი დემნოსის დიდად,
თუმცა სხვა გზასაც ვეღარ ვხედავ, ვიგუებ ამად,
დაე, აღსრულდეს სამართალი, ხელით სიმუხთლის,
მერე შევწიროთ მსხვერპლად ღმერთებს, ძღვენი დიდძალი.
(ჯარი)
დაე წავიდეს, გზას გილოცავთ მოხუცო ბრძენო,
თავადაც იცი, გვიმძიმს მარტო, გაშვება შენი,
მაგრამ ინება დიდმა ზევსმა, წადი მშვიდობით,
სასიხარულო ამბავს ელის, სამშობლო შენგან!
(დემნოს, გადის)
დარჩით მშვიდობით,
მე მივდივარ თქვენგან თუმც ვიცი,
გამარჯვებული დავბრუნდები, ან ჩემი სული,
სამარადისოდ დაიმკვიდრებს ადგილს ღმერთებთან!
ღამემ სიკვდილთან შეკრა თითქოს,
კავშრის ფიცი,
მგლების ყმუილი საფლავებზე, ისმოდა ნანად,
ტყის ბილიკიდან, მოხუცს ხმა და,
სიბნელე იხმობს,
ცუდი ჰაერი, ნისლთან ერთად, ამძიმებს ბალახს,
ჭაღარა დემნოს, ხელჯოხით და ხურჯინით ხელში,
ტოვებს ათენას მიწას მშობელს,
არ უნდა, მაგრამ,
შურისძიების წყურვილი კლავს,
თუნდაც ჰადესმა,
წყევლა აწიოს, მაინც მივა,
სახლში ამაღამ,
იქ სადაც ბუდობს ბოროტება,
თავად პერსევსი,
გულს განუგმირავს იმ მახვილით, რომელიც
უწინ,
ოქტავიანეს ეკუთვნოდა, ძეს ტალაბუსის.
(პირველი აქადელი)
ნეტავ ვინ მოდის, ამ დროს გზაზე,
არ სურს სიცოცხლე?
ცხენს მოაგელვებს თუმცა მიწას,
არ ახლებს ფეხსაც,
თუ ეშმაკია შეგვიწყალოს, მაგრამ თუ კაცი,
დაემშვიდობოს სულს წაწყმედილს,
წავართმევთ ერთად.
(მეორე აქადელი)
ხო, ასე ვიზამთ დიდი ხანი არ არის რაც რომ,
პერსევს აუგად იხსენიებს ყოველი ქვეყნად,
მე მიხარია მის ქვეშევრდომს ვუწოდებ თავსაც,
რომ მოგვაშორა ოქტავიუს მრისხველი ჩვენი,
ახლა დავხოცავ ყველას ვინც აქ, შემოდგავს ფეხს და,
ჩვენ აქადელებს გაგვიბედავს რბევას სიმშვიდის.
(დემნოს)
ჰე, მანდ ვინა ხართ, დამენახვეთ, მოვდივარ დემნოს,
ნუ დამაყოვნებთ არ ვისურვებ ხელების გასვრას,
შვიდად გავივლი სახლში მელის მამა მოხუცი,
იყავით თქვენთვის, ნუ შერისხავთ თავს ჩემი რისხვით.
(პირველი აქადელი)
არ გვეშინია, დემნოს ვიცით გმირია მაგრამ,
ოქტავიანეს სულწაწყმედილს, გლოვობს ჯერ კიდევ.
სარეცელს უზის გარდაცვლილის ის ალბათ ახლაც,
შენ თვითმარქვია დაისჯები, ამისთვის მეტად.
(დემნოს)
სულწაწყმედილი მეფე არის. პერსევსი თქვენი,
აი, მიიღეთ გულს მახვილი, ძის ტალაბუსის.
(დემნოს აქადელის გვამთან)
სულ პატარები ყოფილან ჯერ,
არც ჰქონდათ წვერი,
საიდან ზიზღი ესოდენი, ოქტავიუსის,
ალბათ ყოველი ამ მიწაზე, მტერია ჩემი,
უნდა ვიფრთხილო, მოვაჩვენებ თავს ბებერ კაცად,
მხოლოდ ლოცვა რომ დარჩენია ამ ქვეყნად სანამ,
წავა ჰადესთან, დაიმკვდრებს ქვესკნელში ადგილს.
სპარტას მახლობლად, სადაც ეშმაკს, ეძინა მუდამ,
სამოთხესაც კი აჯობებდა, ბაღი პერსევსის,
ქანდაკებები მოქანდაკემ აჩუქა ღმერთებს,
ათენას სცემდა თაყვანს უფრო,
სახლის ბატონი.
ეს ორი დღეა სისხლი მოდის თვალიდან ღმერთის,
უბედურება მოვა ჩვენთან, - ამბობდა მეტევს,
ქურუმთა სწორი, შელოცვებით ცდილობდა მუდამ,
ომად მოსული განედევნა,
ურიცხვი მტერი.
პერსევსმა იხმო ძენი თვისნი, მეუღლეც მათთან,
პირმშვენიერი იყო თალმოს,
მრჩეველი მისი,
ერთად შეკრიბა, დიდ დარბაზში, იქ დაჯდა თავად,
და მოწყნილმა, წარბშეჭმუხვნით დაიწყო ასე:
"თქვენ, ყველამ იცით, როგორ მიყვარს ქვეყანა ჩემი,
ჩემი ღმერთებიც მიმოწმებენ უხვი წყალობით,
მაგრამ ისურვა ალბათ ნახვა ჩემი ჰადესმა,
ათენამ ჩემთვის თვალს აპკურა,
ცრემლები სისხლის.
არ ვიცი როდის, ან რომელ დროს წავალ იმქვეყნად,
მაგრამ მე ვგროძნობ კი, რომ სულ მალე დაგტოვებთ მარტო,
გულს ნუ მოიკლავთ, ნუ ჩაიდენთ მტრის გასახარად,
საქმეს ლაჩრულს და მხნედ იყავით ვით მამა თქვენი,
ახლა კი შვილნო მეამბორეთ, დამტოვეთ ცოლთან,
მინდა შევეხო წითელ ბაგეს, თუნდაც ბოლოჯერ."
ოიდიპოსის დროიდან და ვიდრე ამ დღემდე,
ბრძენ ბერებს უთქვამთ მუხთალია,
ყველაზე ქალი.
სულსაც გაყიდის, დათმობს ოჯახს, შეირცხვენს ნამუსს,
თავს დაიმცირებს,
გონს დაკარგავს ისედაც დახშულს,
თუ განადიდებს სულიერი, ვინმე მის სახელს.
ეწვია ჰერას, დემნოს ჩუმად, ოდნავ დარცხვენით,
ხელში ეჭირა თასი ოქროს, უკვდავებისა,
სახე შეჭმუხნა, თვალზე ცეცხლი აუკიაფდა,
პირი მოაღო, ნაოჭებმა დაუწყეს თრთოლვა:
(დემნოს)
"შენ დიდებულო დედოფალო, მშვენებავ ქვეყნის,
გულით ნატრულობს თავად მზეც და მნათობნიც ცისა,
შენს სილამაზეს მიეახლონ თუნდაც სულ ცოტა,
მაგრამ ზღვის წყალი ვერ გახდება საამო ისე,
როგორც წვეთები მომავალი მაღალი მთიდან.
სამწუხაროა, ვიცით ყველამ მოკვდავთა ბედი,
როგორც ყვავილი გაზაფხულის დაჭკნება ცხადად,
თვით სილამაზე ღვთიური და უნაკლო მიწის,
ვერ გადარჩება დროის ბრუნვას დაჰყვება უმალ,
ჩაგიცვივდება დედოფალო თვალები ლურჯი,
შენი ტუჩები, ტკბილი, როგორც ხილი ღვთიური,
გახმება, მკრთალად დაემჩნევა, სახეს გატანჯულს,
მკერდსაც დაატყობს თავის შავ ხელს, სიბერე თეთრი,
უკვდავი პერსევს, შენს სარეცელს დატოვებს შენთან,
მარტო დარჩები მომაკვდავი, ღამის ფიქრებთან!
გათავისუფლდი დედოფალო, განგმირე ქმარი,
სანაცვლოდ მოგცემ სილამაზეს მე მარადიულს,
შენს დასაპყრობად იომებენ ცაში ღმერთები,
არც გაიხსენებ შენ ახლანდელს, უბადრუკ წარსულს."
დაფიქრდა ჰერა, თვალზე ცრემლი მოადგა თუმცა.
მის ცრემლში იყო ნაპერწკალი სურვილის დიდი,
თმა გაიშალა, სარკეს თვალი შეავლო შორით,
ჭაღარა დემნოსს გაუწოდა ღვინო წითელი,
"დალიე დემნოს, დღეს დიდება მეწვია შენით,
გულს გაგიხარებს შურისგება როცა მამალი,
ცისკრის შეძახილს გააგონებს, სპარტელთა მიწას,
მოკვდება პერსევს, გარიჟაჟზე შეგხვდები კართან
და გადმომეცი მე სასმისი უკვდავებისა."
(დემნოს)
"დაე, აღსრულდეს სამართალი დიდო ღმერთებო,
ოქტავიანეს სული ბორგვას შეწყვეტს როდესაც,
პერსევსი თავად ჩააკითხავს ბნელ სამყოფელში,
ჰადესმა იცის, მის წინაშე მუხლს იყრის ყველა!
მამალმა თითქოს გლოვის ნიშნად,
იყივლა ადრე,
ათენას ქანდაკს, თეთრი ფერი ეცვალა წითლად,
წავალ, მივუტან იმ დედაკაც ამ ოქროს სასმისს,
იქნებ ოცნება სისხლით მოთხვრილს,
აუხდეს სიზმრად"
(სასამართლო)
"მე ვარ ერთგული პერსევსისა, მიხმობენ თალმოსს,
შვილივით მზრდიდა ბავშვობიდან,
ბატონი ჩემი,
რატომ მომასწრო დიდმა ზევსმა სიკვდილს მეუფის,
ნუთუ არ ძალუძს, გაცოცხლება მას გარდაცვლილის?
მის სარეცელის კართან მდგომებს მე მივუსწარი,
ქალს მოღალატეს, წყეულ ბერთან მოხუც დემნოსთან,
ხმალი ვიშიშვლე, ლომგულის გვამს ზედ დავაკალი,
შურისძიების სისხლში ვსვარე, მახვილი ჩემი."
(მსაჯული I)
"მსაჯულნო,
გჯერათ ნაუბარი, ვინმე თალმოსის?
მე ვგონებ არ ღირს, სიცრუეა, თქმული ყოველი,
ცხადად ჩანს როგორ, მხეცმა მოკლა, ჯერ დედოფალი,
მერე განგმირა, მამა ჩვენი, გმირი პერსევსი,
საწყალი ბერი, ალბათ ლოცვას ფიქრობდა, როცა,
გადაეყარა სისხლიანი, საზარი მკვლელი,
თქვით მსაჯულებო, რა მოელის, მუხთალ გამყიდველს?
გინდათ იცოცხლოს?
ანდა მოკვდეს შავი სიკვდილით?"
(მსაჯულები)
"მოკვდეს, მოკვდეს, მოკვდეს!
დაე აღსრულდეს ნება თქვენი,
სამართალი ხომ
ბრმა არის მუდამ,
მსხვერპლად შევწიროთ თემიდის სასწორს,
მოკვდეს! სიკვდილით მოკვდეს!
პერსევსი მოკვდა,
წაიყოლა თავისთან დემნოს,
ჰადესს ეახლა ორი გმირი,
ვინ იცის ერთად,
ოქტავიანე შეეგება, ქვესკნელში მისულთ,
თალმოს ხელს დაჰბანს თავის ბატონს,
ალბათ იმქვეყნად,
არ იცის მტერი სიკვდილმა თუ,
იკრებს რაინდებს,
მამული ერთი მათთვის არის,
ჰქვია ღირსება.
Subscribe to:
Posts (Atom)



















